მგელი სნეული მაინც მგელია, თუნდაც არ ქონდეს ძალა დგომისა. გულია მისი შეუდრეკელი, არ ეშინია სისხლის, ომისა. სევდას გაუმხელს ის მხოლოდ მთვარეს, ისაა მისი მუდამ მეგზური , მგელი მგელის ტყავს არასდროს დახევს, გული აქვს მტკიცე, მიდგომა ძმური. ცოცხალი თავით არ დანებდება, სიკვდილი უჯობს მწარე ტყვეობას , თუნდაც ხედავდეს განწირულია, ის არ დაკარგავს სულის მხნეობას. არავის არ სცნობს თავის ბატონად, არ იბადება მგლის ლეკვი მხდალი , მას ხომ ვერაფრით ვერ მოისყიდი, ბუნებით არის თავისუფალი,,, , მე ხომ მგელი ვარ თავისუფალი, ვერ შემაშინებს შიმშილი, თოვა , ჩემი კანონი მუდამ კანონობს, ჩემს ძმობაში ხომ არ არის მტრობა. როცა ზამთარში ფარას ვეწვევი, თქვენ კი ძაღლებო დამხვდებით ავად, მუდამ გახსოვდეთ რომ მე გჯობივართ, ჩ