მოკვდა კაცი. მისი ძაღლი გვერდით მიუწვა და ისიც მოკვდა.
კაცის სული კარებთან დგას წარწერით "სამოთხე" და გვერდით ძაღლის სულია.
კარებზე წარწერაა: "ძაღლებით შესვლა აკრძალულია!". არ შევიდა კაცი ამ
კარებში და გვერდი აუქცია. გზად მეორე კარი შეხვდათ, რომელსაც არაფერი არ
აწერია, გვერდით კი მოხუცი დგას.
- მაპატიეთ პატივცემულო... ამ კარებს მიღმა რა არის?
- სამოთხე.
- ძაღლით შეიძლება?
- რათქმაუნდა!
- აქამდე რა კარები იყო?
- ჯოჯოხეთის. სამოთხემდე მხოლოდ ის აღწევს, ვინც მეგობრებს არ ტოვებს.