. . .
დედას შეუძლია სული დაგითმოს და,
მერე ბედნიერად გიყუროს.
გული ამოიღოს ხელით საგულედან,
ოღონდ კარგად მყოფი გიგულოს.
ერთს არ დაიკვნესებს,ერთს არ გაგრძნობინებს,
რაღაც დედებსაც რომ სტკივდებათ.
თქვენ ვერც წარმოიდგენთ,თბილი მოფერება,
დედებს რა სიმძაფრით სჭირდებათ.
დედას შეუძლია შეძლოს სასწაული,
მისი სიყვარული იზრდება.
უფრო დიდდება და უფრო იფურჩქნება,
სულის ყვავილებად იშლება.
დედის სიტყვა ალალ-მართალია,
ტყუილს არასოდეს გპირდება.
დედა გიერთგულებს სანამ იარსებებს,
სანამ ამქვეყანად იქნება.
მერე აგენთება შუქურ ვარსკვლავივით,
მუდამ შენს ბილიკზე იდგება.
დედის არსებობას დრო ხელს ვერ შეუშლის,
მუდამ დედა-შენი იქნება!
დედას შეუძლია ათ შვილს მოუაროს,
არცერთს არ მოაკლოს ალერსი.
ისე ჩაიხუტოს,ისე მოეთ