... მე მას 5 წლის შემდეგ დავურეკე. რა უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, მას ნომერი არ შეუცვლია, თითქოს მელოდა კიდეც. როცა ყურმილი აიღო გული ამიკანკალდა. მისი ხმით თუ ვიმსჯელებთ, ბედნიერი უნდა ყოფილიყო, შორიდან ბავშვების სიცილის ხმაც მომესმა,. როცა გავიგონე მისი "ალოო, გისმენთ"..
საერთოდ დავკარგე მეტყველების უნარი. მე არ ვიცოდი რა მეთქვა. გამიხარდა რომ მას ყველაფერი კარგად ჰქონდა, მაგრამ ამავდროულად გულიც მეფლითებოდა. როცა 5 წლის წინ ის მეუბნეოდა...რომ ვეყვარებოდი ყოველთვის, დავცინოდი და ვეუბნეოდი, რომ, კიდევ იპოვიდა თავის ბედნიერებას . თუმცა გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ ის არ იტყუებოდა. მაგრამ, იმის შემდეგ,როცა მე მისგან მაინც წავედი, იმის შემდეგ...როცა მან ისევ მიპასუხა "ალო, გისმენთ",... ტელეფონ
მეუღლე რომელთანაც გაყრას ვაპირებდი თავიდან შემიყვარდა,თუმცა უკვე გვიანი იყო...7 ივნისი, 23:04 იმ ღამით, როდესაც სახლში მივედი, ჩემმა მეუღლემ სუფრის გაშალა დაიწყო, იფიქრა რომ მოშიებული ვიქნებოდი.მე მასთან ახლოს მივედი, ხელზე ხელი დავადევი და ვუთხარი რომ სერიოზულად უნდა გვესაუბრა.თავდაპირველად ის წყნარად მიუჯდა გაშლილ სუფრას და ჭამა დაიწყო, თუმცა მის თვალებში დიდი ტკივილი ვიგრძენი.უცებ ენა დამებლუკა, ხმა ვერ ამოვიღე და არც კი ვიცოდი როგორ დამეწყო, მაგრამ უნდა სცოდნოდა რასაც ვფიქრობდი... -''განქორწინება მინდა...''-წამოვაყენე თემა შეძლებისდაგვარად მშვიდად. ის არც ისე შეწუხებული ჩანდა ჩემი წინადადებით, მხოლოდ მშვიდად მკითხა: -'' რატომ?'' პასუხის გაცემას თავი ავარიდე რამაც მისი გაბრაზება გამოიწვია