Предыдущая публикация
ხარ აფრენილი, როგორც ოცნება, შენი ყოველი ქვა იკოცნება. ისევ ახლდები, აღარ გვეცლები, დაგჭიკჭიკებენ თავზე მერცხლები. სიზმარს მოჰგავხარ, აუ, როდინდელს, აქ დავითს ვხედავ, ვხედავ ჭყონდიდელს, ცისკენ ილტვოდა შენი მიზანი, გაჩუქურთმებდა, თვით ოპიზარი. დრო ვერ შეგეხო ნამზევ გოლიათს, სხვა სიტურფე გაქვს, სხვა ჰარმონია, ავსებული ხარ ნათელ-მირონით, გუგუნებს შენი სანაპირონი ისევ ირთვები და იხატები შენი ფრესკებით, შენი ხატებით, ასე ლამაზად, ასე მარტივად როგორ მოგნათლეს ნეტავ მარტვილად. /ჯემალ ჩახავა/

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 2