რა მოხდება ვინატრო და ეხლა უცებ გაჩნდე ჩემთან,
ნიავივით ფიქრს გამოყვე ამ პატარა ლექსთან ერთად,
რა მოხდება ვინატრო და ვარსკვლავივით მოწყდე ზეცას,
ხელის გულზე დამეცე და სამუდამოდ დარჩე ჩემთან,
რა მოხდება ვინატრო და აფეთქებად იქცე ფერთა
მხოლოდ ერთი განთიადი შემახვედრა შენთან ერთად,
გულს ამენთო მატნჯველ ცეცხლად,
მერე თუნდაც ვიქცე ფეფრფლად.
მაინც ვიტყვი უკვდავების მაზიარა ღმერთმა ქვეყნად!!!
(???)
გრძნობები გულში არასდროს დამალო,
სიყვარულს არ უყვარს სიჩუმე მერწმუნე,
დრო გადის ძალიან, ძალიან მალე და
დანაკარგს ის უკან არასდროს აბრუნებს...
თუ გიყვარს გამოთქვი, იყვირე ხმამაღლა,
ისე რომ უძრავ მთებს აემღვრეს გრძნობები,
ღმერთს უთხარ მადლობა ყოველ წუთს, ყოველ წამს,
და სიყვარულისთვის დაანთე სანთლები...
გული არ ატკინო შენ რჩეულს იცოდე,
ყოველთვის "მიყვარხარ" ჩურჩულით უთხარი
თვალებში უყურე და მაშინ მიხვდები,
მის გვერდით შენ რომ ხარ ღმერთივით უკვდავი...
/უბრალოდ არავინ/