ავმაღლდი შენს გულზე და ვარსკვლავთა ამბორი ჩამოწვიმს შენს სხეულზე. სიყვარული ჩემდამი, ბევრად მეტია ყოველივე დანარჩენზე თუ უდაბნოში, ღამით, ვარსკვლავთა ქვეშ, დაწვავ ჩემთვის ჩემს საკმეველს, გამომიხმობ წმინდა ნებით, შეირხევიან ცეცხლის გველები, შენ მოხვალ და მცირე ხანს ჩემს გულში დაივანებ. ნებითა შენით, ერთი ამბორი უბოძე ყველას მაგრამ ყოველთვის იყავი ჩემდამი სიყვარულით გაწყობილი, რამეთუ ეწვიო ჩემს მიერ შენდამი გაღებულ ბედნიერებას. გიბრძანებ, დაგაძალებ, რომ მოხვიდე ჩემამდე დაფარული თავსაბურავით, შემოსილი ერთადერთ მანტიაში. მე შენ მიყვარხარ! ვდარდობ შენს გამო! ფერმიხდილი თუ მეწამული, ჩადრით შემოსილი თუ ვნებით აღვსილი, მე, რომელიცა ვარ ყოველი სიამოვნება და დიდებულება, და იდუმალი თრობა, გწადილობ შენ!
სიყვარული ქალთან წოლის სურვილში კი არ ვლინდება ეს სურვილი უთვალავი ქალის მიმართ ჩნდება, არამედ მასთან ერთად ძილის სურვილში ეს მხოლოდ ერთ ქალს უკავშირდება....
ორი სრულიად განმარტოებული, სხვათათვის უჩინარი არსება ერთმანეთს ეთაყვანებოდა, სრული დუმილის წუთებში ერთმანეთის გახშირებული სუნთქვის დროს ნათქვამი სიჩუმის სწამდათ...
მე სხვა გზით წავედი, ანუ არანაირი გზა არ ავირჩიე, თვით გზებს მივეცი ჩემი აქეთ იქეთ ტარების უფლება. არასოდეს არ მყოლია მეგობრები, ეს სულ დროებითი ხალხია. როგორც წესი მერე თორმეტკაციანი გუნდი თავისას ჩაიდენს, თუ დროზე არ დაუსხლტი ხელიდან, იმას გიზამენ რაც საწყალ იესოს უქნეს, მე არავინ მიმიტოვებია, მე მხოლოდ საკუთარი თავის საძიებლად წავედი...
1.პირველმა დიდმა ებრაელმა თქვა, რომ ადამიანები ცუდად არიან, რადგან მათ ცუდად აქვთ საქმე ტვინში. ეს იყო მოსე.
2.მეორე დიდმა ებრაელმა თქვა, რომ ადამიანები ცუდად არიან, რადგან მათ ცუდად აქვთ საქმე გულში. ეს იყო იესო.
3.მესამე დიდმა ებრაელმა თქვა, რომ ადამიანები ცუდად არიან, რადგან მათ ცუდად აქვთ საქმე ჯიბეში. ეს იყო მარქსი.
4.მეოთხე დიდმა ებრაელმა თქვა, რომ ადამიანები ცუდად არიან, რადგან მათ ცუდად აქვთ საქმე ფეხებს შორის. ეს იყო ფროიდი.
5.მეხუთე დიდმა ებრაელმა თქვა, რომ ადამიანები შეიძლება სულაც არ არიან ცუდად, რადგან ყველაფერი ფარდობითია. ეს იყო აინშტაინი. 6.გისურვებთ გაგერკვიოთ, რატომ ხართ ცუ