გაბედეთ, ძალიან ცოტაა ეს ცხოვრება ამისთვის, გაბედეთ, სანამ შეგიძლიათ, სანამ დროა, სანამ არის შანსი... არავინ იცის, სად გავჩერდებით, სად და როდის დავმთავრდებით, სად დაგვისვამს წერტილს ცხოვრება!
გაბედეთ ბედნიერება ყოველ დილით, როცა თვალს გაახელთ, როცა ნახავთ მზე შემოვიდა თქვენს ოთახში, როცა ხედავთ, რომ სხივებმა გაგაღვიძეს და კიდევ ერთი ღამე და სიბნელე შეცვალა სინათლემ.
გაბედეთ ბედნიერება! მოეფერეთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებს, გულში ჩაიკარით და დააფასეთ, ვინც ფიქრობს თქვენზე, ვინც თქვენზე ზრუნავს, ზრუნავს როგორც შეუძლია! გაუღიმეთ, ჩაეხუტეთ, აკოცეთ მათ, ერთად ყველაფერია შესაძლებელი. განთავისუფლდით წარსულისგან, ტკივილისგან, წარსული შეცდომების გამო ნუ დაკარგავთ მომავლის შანსს, ნუ ეტყვით ბედნიერებას უარს მხოლოდ წარსული ტკივილების გამო! გადაწყვიტეთ თქვენი ცხოვრება ისე, როგორც გინდა, მაგრამ იყავით უბრალოდ ბედნიერები!
გაბედეთ ბედნიერება! სანამ დააგვიანებთ, სანამ წაუღია ქარს ყველაფერი! გაბედეთ ვისთანაც გინდათ, ოღონდ გაბედეთ. ნუ ატკენთ, ნუ აწყენინებთ ნურავის, იცოდეთ ყველა ემოცია ბუმერანგია, რასაც გაუშვებთ, იგივე დაგიბრუნდებათ! გაბედეთ ბედნიერება ადამიანთან, რომელიც გიყვართ, თორემ ხვალ შეიძლება მის საფლავთან მოგიწიოთ ბევრი ცრემლის ღვრა, თქვენგან არგაბედული ბედნიერების გამო! ხვალ შეიძლება დაათვალიეროთ მისი ქორწილის ფოტოები და თვალზე ცრემლები ვეღარ შეიკავოთ...
ყოველ დილით, ყოველ დღე, ყოველ წუთს, ყოველ წამს გაბედეთ ბედნიერება, სანამ გაქვთ ეს ყველაფერი! ნუ გააჩერებთ გრძნობებს, ნუ გააჩერებთ ადამიანობას, გაბედეთ უბრალოდ, გაბედეთ და იყავით ბედნიერები! მერე ყველაფერი დამთავრდება! შეეშვით პრინციპებს, უარი თქვით სიამაყეზე, ყველაფერზე, ოღონდ იყავით ბედნიერები! რაც გინდათ ის აკეთეთ, ოღონდ ლამაზი წუთები დაიტოვეთ ცხოვრების ბოლოსთვის!!!
გაბედეთ! გაბედეთ! გაბედეთ! გაბედეთ ბედნიერება!!!


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Нет комментариев