იცით რამდენჯერ მტკენია,
იცით რამდენჯერ მწყენია,
ცრემლი მდენია იმდენი,
ტბა იდგა ზოგჯერ ფეხებთან,
რატომ ვტიროდი იცით?
ტკივილს ვიშუშებდი,
იმ წყენას ვივიწყებდი და
გულს ვიმშვიდებდი!
გულს არ ვაძლევდი ნებას,
ბოროტის ჩასახლებას!
ვიცოდი მერე დარდისგან,
გული,რომ მომიკვდებოდა,
საფრთხეს ვხედავდი ........
ყოველთვის,
ამიტომ მეტირებოდა!
გულს ფრთხილად ვეფერებოდი,
გაუძელ ტკივილს ისუნთქე,
არ შემიჩერო ბიძგები,იცოდე
გარდავიცვლები!
იცით რამდენი ტკივილი .........
ამიტანია?
იცით რამდენჯერ,ცოდვები
მიმიტევია?
იცით რამდენჯერ,სხვის გამო
თავიც კი გამიწირია!?
გული ყოველთვის გულობდა,
არასდროს მიბოროტია!
ასეთი უნდა გშობოს მშობელმა,
ეს ჯიშია გენეტიკას ეკუთვნის,
კეთილს მუდამ ,ებრძვის სატანა,
უნდა შეგეძლოს ატანა!
მაგრამ ღმერ