წყალი დალიე იქ, სადაც ცხენი სვამს. ცხენი ცუდ წყალს არასდროს დალევს.
- ლოგინი იქ გაშალე, სადაც კატა მოკალათდება ძილის წინ.
- ჭამე ის ხილი, რომელსაც მატლი შეეხო.
- თამამად აიღე სოკო, რომელსაც მწერები ეკარებიან.
- ხე იქ დარგე , სადაც თხუნელა მიწას თხრის.
- სახლი იქ ააშენე, სადაც გველი მზეს ეფიცხება.
- ჭა იქ გათხარე, სადაც ფრინველები გვალვაში ბუდობენ.
- ადექი ადრე და ადრე დაწექი , როგორც ქათამი და დღეც ბარაქიანი გექნება.
- მეტი მწვანილი ჭამე, ძლიერი ფეხები და გამძლე გული გექნება, როგორც მხეცს.
- ხშირად იცურავე და ხმელეთზე თავს ისე იგრძნობ, როგორც თევზი წყალში.
- ხშირად უყურე ცას და არა მიწას, აზრები უფრო ნათელი და სუფთა გექნება.
- დუმილი არჩიე ლაპარაკს და შენს სულში სიჩუმე დაისადგურებს, სული კი
ერთი ადამიანი ბავშვობაში მეგობრობდა მოხუცებულ მეზობელთან. ხშირად დადიოდა მის სახლში და მასთან საინტერესო საუბრებში ატარება დროს.
გადიდოდა წლები. ბიჭი გაიზარდა, ჯერ კოლეჯი და სხვადასხვანაირი გატაცებები, მერე სამსახური და ოჯახი. ის ყოველთვის ძალზე დაკავებული იყო და იმისი დროც კი არ ჰქონდა, რომ ხანდახან მაინც მოენახულებინა ახლობლები.
ერთხელ მან გაგიგო, რომ მისი ყოფილი მოხუცი მეზობელი გარდაიცვალა და მაშინ გაახსენდა თუ როგორი ამაგი ჰქონდა გარდაცვლილს მასზე გაწეული. მოხუცმა ბევრი რამ ასწავლა ობოლ ბიჭს და ყოველთვის ცდილობდა მისთვის მამის მაგივრობა გაეწია.
კაცმა იგრძნო სინდიდის ქენჯნა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ერთხელაც არ მოუკითხავს მოხუცი და გაემგზავრა მის დასაფლავებაზე.
საღამოს, მან დაათვა