__✠__ ღმერთო! დაიფარე ყველა ქართველი ემიგრანტები... თითეულ მათგანს უფლის წყალობა არ მოაკლო... __✠__ განსაკუთრებით დღეს თურქეთში მყოფ, ემიგრანტებს უნდა უფლის წყალობა და ფარველობა...__✠__
ბზობა - ბაიაობა
უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში
მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს ზეიმობს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას, რასაც ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ეს გახლავთ ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.
„...ერი მრავალი, რომელ-იგი მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა, ვითარმედ იესო მოვალს იერუსალემდ, მოიღეს რტოები დანაკის კუდთაგან და განვიდეს მიგებებად მისა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა! კურთხეულ არს მომავალი, მეუფე ისრაელისაი!“, - ასე აღწერს იოანე მახარებელი მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის ამბავს.
მაცხოვრის შესვლა იესუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქშ
ვინღა მომეფეროს დედასავით?
ფიქრი აფთარივით მომახტება,
გულზე დამეტაკა ელდასავით
შენი საოცარი მონატრება.
ვდგავარ შენ საფლავთან თავის მოხრით,
სხვაზე ვეღარ ვფიქრობ ამას გარდა,
წარსულს გადავხედე ამოოხვრით,
გული საგულედან ამოვარდა.
გკოცნი ნელა, ცრემლებმოძალებით,
სიკვდილ-სიცოცხლეზე გადებულო,
შენც კი მყვარებიხარ მოკრძალებით,
ქვაო, დედის გულზე დადებულო.