777 კონსტანტინე გამსახურდია და გერმანელი მწერალი ერიხ მარია რემარკი, საფრანგეთში ერთად ყოფნის დროს, რესტორანში შევიდნენ სადილისთვის.
შეკვეთა კონსტანტინემ ითავა, მენიუ გულდასმით გადაიკითხა და ჩვეული სიდინჯით დაუკვეთა სადილი.
ოფიციანტმა დამცინავი ღიმილით თავი დაუკრა და გაბრუნდა.
რემარკს უნდოდა ეკითხა, თუ რამ გამოიწვია ოფიციანტის ირონია, მაგრამ კონსტანტინე მიუხვდა და უმალ წამოიწყო სხვა თემაზე საუბარი.
სადილად მიირთვეს ერთი ბოთლი ქართული ღვინო „ხვანჭკარა“, რომლის ფასი ერთი დოლარი და რაღაც ცენტი ღირდა. თუმცა, მენიუში აღნიშნული იყო საკმაოდ ძვირადღირებული ღვინოებიც.
ირგვლივ მსხდომნიც ალმაცერად უყურებდნენ ამ ორ ინტელიგენტ მამაკაცს, რომლებიც სიამოვნებით შეექცეოდნენ იაფფასიან სასმელს.
როდესაც