რა ძნელია უღალატო პრინციპებს
სიყვარული როცა მოსვლას გიპირებს
რა ძნელია ჩაეხუტო სხვას
სხვას რომელიც არაფრით ჰგავს მას
სიკეთე ჰქნა გააჩუმო ხმა
ოდესღაც ხომ მოგინდება თქმა
დაეხმარო გაჭირვებულ ბრმას
რომ მიაგნოს თავის სახლის გზას
რა ძნელია იაზროვნო გულით
როცა აღქმის უნარი გაქვს ჭკუით
შეგიყვარდეს გაუწუდო ხელი
სანაცვლოდ კი აღარ შეგრჩეს მთელი
პატივი სცე და დაუთმო ხნიერს
საზრდო მისცე ნამტირალევ მშიერს
რა ძნელია შეიყვარო მტერი
როგორც გიყვარს შენ ოჯახის წევრი
დაივიწყო და გააგდო წყენა
მოინდომო სუფთა ფურცლის ძებნა
რა ძნელია გაიხსენო უფალი
რომ არ გშია და არა ხარ მწყურვალი
მოუსმინო უსამართლო კრიტიკას
ვინც ვერ იგრძნო და ვერ ჩაწვდა ლირიკას
სიამაყით გადახედო წარსულს
შეცდომების შუა ზღვაში გასულს
მჯერა, რომ სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ შეიძლება იპოვნო ადამიანი, რომელიც შენს ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლის. მას ეტყვი იმას, რაც ჯერ არავისთვის გითქვამს, ის კი გაითავისებს ყველაფერს და ისევ ენდომება, რომ უფრო და უფრო მეტი გაიგოს. მას გაუზიარებ შენს იმედებს, ოცნებებს, რომლებიც არასოდეს ახდება, მიზნებს, რომლებიც წარსულს ჩაბარდა და იმედგაცრუებებს, რომელთაც ცხოვრებამ შეგახვედრა. როდესაც რაიმე კარგი მოხდება,მოუთმენლად დაელოდები წამს, როდესაც შეგეძლება მოუყვე ყველაფერი, რადგანაც იცი, რომ იგი ყველაფერს გაიზიარებს და აღფრთოვანდება. ის არასოდეს შეეხება მტკივნეულად შენს გრძნობებს და არ გაგრძნობინებს, რომ საკმარისად კარგი არ ხარ. იგი შეგავსებს და გაჩვენებს შენს თავს მთელი მისი განსაკუთრებულობითა და მშვენ