საქართველოში სამი უდიდესი კლდეში ნაკვეთი კომპლექსი არსებობს: უფლისციხე, დავით გარეჯი და ვარძია. ამათგან უძველესი უფლისციხეა. უფლისციხე საქართველოში ანტიკური ხანის ერთადერთი ძეგლია, რომელიც ამჟამად მიწის ზემოთაა შემორჩენილი. იგი წარმოადგენს ანტიკურ ქალაქს, რომელიც კლდეშია ნაკვეთი და აქვს ქუჩები, მოედნები, წყალსაწრეტი არხები, სხვადასხვა ნაგებობები, ოთხი კარიბჭე, მტკვარზე ჩამავალი საიდუმლო გვირაბი, გალავანი და სხვა. უფლისციხე ადგილობრივ ტომთა ბელადის უფლის სადარის რეზიდენციას წარმოადგენდა ასე იმიტომ უწოდებდნენ, რომ ტომის ბელადს დიდი ძალაუფლება ჰქონდა. სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. უფლის სადარის ციხე, ანუ შემოკლებით უფლისციხე. სახელი უფლისციხე ჯერ კიდევ კერპთაყვანისმცემლობის დროს ეწოდა, ამიტ
✞ ერთ მუზეუმში არის ფერწერული ტილო, რომელზეც საკუთარი ცოდვის გამო მწარედ მტირალი დავით წინასწარმეტყველია გამოსახული. მის გვერდით დგას ანგელოზი, რომელიც დავითის ცრემლებს ერთ გამჭვირვალე ჭურჭელში აგროვებს. ნახატის ქვეშ მიწერილია ეკლესიის ერთი დიდი მამის სიტყვები: "დავითმა ერთხელ შესცოდა და მთელი დარჩენილი ცხოვრება ტიროდა. შენ კი ბევრჯერ შეგიცოდავს და არასოდეს გიტირია".
დედამიწაზე შეუცოდავად არავის გაუვლია. ყოველ ადამიანს, მათ შორის წმინდანებსაც აქვთ ნაკლი და სისუსტეები, ზოგს ბევრი და ზოგს ნაკლები. მხოლოდ ერთადერთია უცოდველი – უფალი იესო ქრისტე – ძე და სიტყვა ღვთისა.
ცოდვილს ცოდვის განცდა და სინანული გადაარჩენს. სინანული – ეს ღვთის ნიჭი – ცოდვილს ვნებებისგან, ნაკლისგან განწმედს.
დავითი საკუთარი