როგორ მოვამზადოთ,უგემრიელესი სომხური ქადები..ჩემი რეცეპტით..
ძალიან გემრიელია ....თქვენც სცადეთ
მასალა:
200გრ.მარგარინი
250გრ.მაწონი
1ჩ.კ.სოდა
200გრ.კარაქი
200გრ. შაქარი
1პ. ვანილი
2კვერცხის გული (ზემოდან წასასმელად)
3-4 ჭიქა ფქვილი
მომზადება:
ავიღოთ 4 ჭიქა ფქვილი და 200გრ.მარგარინი (ოდნავ დარბილებული უნდა იყოს)მაწონში ჩვყაროთ 1ჩკ. სოდა დაუმატოთ და მოვზილოთ ცომი
მიიღება ასეთი ცომი
შიგთავსის მომზადება:
შაქარი,კარაქი,და 2ჭ.ფქვილი მოვზილოთ ხელით მანამ სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ
გავაბრტყელოთ ცომი 1,5 სმ.სისქეზე შიგთავსი წაუსვათ ნახევარი და გადავახვიოთ რულეტივით და ბოლოები შეუკრათ
შემდეგ გავაბრტყელებთ კიდევ ცომს და მეორე ნაწილ დარჩენილ შიგთავს წაუსმევთ და გადავახვევთ ისევ ისე
გავა
სომხური ქადები
3 ჭ. ფქვილი
1 ჭ. მაწონი (შეგიზლიათ ნახევარი მაწონი და ნახევარი არაჟანი გამოიყენოთ, კიდე უფრო ცხიმიანი და გემრიელი გამოვა)
1 კვერცხი
200 გრ კარაქი
სოდა ძმრით, ვანილი.
მოზრდილ ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, შუაგულში ჩავახალოთ კვერცხი, დანით დავჭრათ ცივი კარაქი და ყველაფერი ერთად ავკეპოთ. დავუმატოთ მაწონი, სოდა ძმრით, ვანილი და მოვზილოთ ცომი.
შევუდგეთ გულის მომზადებას:
დავფშვნათ ერთად 100 გრ კარაქი, 1, 5 ჭ. შაქარი და 0.5 ჭ. ფქვილი.
გავაბრტყელოთ ცომი, მოვაყაროთ გული და გადავახვიოთ.ოდნავ გავაბრტყელოთ და დავჭრათ სასურველ ნაჭრებად. გადავუსვათ კვერცხის გული და გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში.