ჩემს სუნთქვას, ჩემს თითებს, ჩემს თვალებს,
სურვილი შეჰყრიათ სა-შენ-ო,
გრძნობებად ჰკიდიხარ წამწამებს,
დღეს ჩემი შენ-ობა ვა-შენ-ოთ.
მინდა და ვხმაურობ შიგნიდან,
ფერების კვალდაკვალ დაგეძებ,
გაზაფხულს ფერებად მინდიხარ,
ფერადი ცხოვრება გაბედე.
გაბედე შეშლა და გამოდი,
მაგ სულის ჩამქრალი საკნიდან,
სიცოცხლედ მე-ამე, წამოდი,
ახლა უშენობა არ მინდა.
ისევ მიწრიალებ თვალებში,
ღიმილის ნაპერწკლად მინთიხარ,
ჩემი დაკარგული დღეების
ხელახალ სიცოცხლედ მინდიხარ...
თენდება ისეთი ქარიშხლით
საჩვენო დღეებს რომ მაგონებს,
სიგიჟეს დღეს ნუღარ დამიშლი,
სიგიჟე ძარღვებში მაჟრჟოლებს.
სისხლად და იმატებს ფერები,
დღეები სილაღით ავსილან,
გაბედე სიცოცხლე, გამოდი
შენი უცნაური საკნიდან.
ამ თითებს, ამ თვალებს, ამ მკლავებს,
სურვ
როგორ მინდა...
როგორ მინდა დავიძინო მშვიდად,
შენს ძლიერ მკერდს შევაფარო
თავი.
მზის სხივებსაც გავუღიმო დილას,
შენთან ერთად.... სასწაული განცდით,
როგორ მინდა ჩგეხუტო თბილად,
შენი სუნთქვა დავითვალო წამში.
შენთან ერთად სიარული მინდა
გაზაფხულით ამწვანებულ ბარში.
ჩემი წილი სიხარული მინდა,
სხვისი არა... საოცნებო ლაღი.
ჩემი წილიც სიყვარულიც მინდა,
სიცოცხლეს რომ წააგავდეს ნამდვილს.
შენ სახეს რომ ვერ ვეხები ტკბილად,
მთელ სხეულში ჯრუანტელად დარბის.
ხის ფოთლებიც ფრიალებენ ცივად
და ფიქრებიც თარეშობენ ნატვრით.
შენს სიყვარულს გადმოვიწერ ციდან
მზის სხივების ნაირფერი ფანქრით.
მთელ ქვეყანას მოვუყვები ხმითაც, რომ მიყვარხარ საოცარი განცდით
,, ეთო". 19.05.2021