-ნიკა, სად ხარ?
-სახლში სალო რა იყო, რა ხმა გაქ? -მიპასუხა ნიკამ
-უნდა გნახო და გამოდი რა..
-ხო მშვიდობაა??
-გამოდი და გეტყვი
-კაი ნახევარ საათში მოვალ.
-გელოდები
. . .
-რა გჭირს სალო?-
უნდა დავშორდეთ
-მეღადავები ტო?
-არა, სერიოზულად გეუბნები..
-არა!
-კი!
-რატო?!
-აღარ მიყვარხარ!
-სხვა გიყვარს?
-კი
-არ მჯერა!
-დაიჯერე
-არა-მეთქი! -ტონს აუწია ნიკამ- რას მეუბნები გოგო გესმის?
-კი -ვუთხარი და ცრემლები წამომივიდა
-ამიხსენი რა გჭირს, იცი ახლა რა სისულელეს ამბობ ტო? შენ არ იყავი გუშინ, რომ მეუბნებოდი ერთადერთი ხარო, სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარო, შენზე გარეშე არ მინდაო?
-გატყუებდი -ჩავიბურთყუნე მე
-თვალები? შენი თვალებიც იტყუებიან?
-აღარ მიყვარხარ! გაიგე! -ხმას ავუწიე თან ხმაში ცრემლი შემეპარა
-ვერ