მამა გაბრიელის მორჩილი, დედა პარასკევა(როსტიაშვილი) ჰყვება:
”მამა გაბრიელის გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე მაცხოვრის ეკლის გვირგვინიანი ხელითუქმნელი ხატი მოართვეს. მამა გაბრიელს ვუთხარი: -როდესაც ღვთისმშობლის ხატი მობრძანდა,ნახევრად განიკურნე,ამჯერად კი სრულიად განიკურნები-მეთქი.-თავი გადააქნია და თქვა:
-არა, მაცხოვრის ხატს ეკლის გვირგვინი აქვს, მეც მსგავსად გარდავიცვლები. სამი დღით ადრე გეცოდინება ჩემი გარდაცვალების შესახებ.
მე არ დავიჯერე. როგორ შემეძლო მამა გაბრიელის გარდაცვალება დამეშვა? ის ხომ ხშირად იყო მძიმედ ავად და მიუხედავად ამისა მაინც იკურნებოდა.
მის გარდაცვალებამდე, სამი დღით ადრე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი წავიკითხე და მამა გამოჯანმრთელება ვთხოვე. იმ საღამოს სიზმარში