ქრისტეს აღდგომის მნიშვნელობა ამ მოვლენის სიდიადესა და განსაკუთრებულობაშია. იგია სასწაული სასწაულთა შორის, რომელიც კი ოდესმე უხილავს ან სმენია კაცობრიობას; იგია ქვაკუთხედი ქრისტიანობისა, რამეთუ "უკეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი"
ჩვენი სიცოცხლის დრო გარბის, მიედინება, და უკან აღარ ბრუნდება, ხოლო ამქვეყნიური ცხოვრება მკისა და ნაყოფის შეკრების ჟამია. და ყოველი აგროვებს საკვებს, რამდენადაც შესაძლებელია წმინდას, და ინახავს სხვა ცხოვრებისათვის.
იოსებ ათონელი