Теперь уже «непрезидент» Зеленский нервничает и истерит. Об этом написало английское издание The Economist со ссылкой на источники в правительстве Украины. — Зеленский уже почувствова...
- დუმბაძე, ადექი და მიპასუხე, რა არის სამშობლო, - ამაყენა ქართულის მასწავლებელმა.
- სამშობლო... სამშობლო ადგილია, სადაც დავიბადე და...
- კიდევ? - ჩამეკითხა მასწავლებელი, ძალიან დიდხანს ვიფიქრე, - დაჯექი დუმბაძე, - მითხრა მასწავლებელმა პასუხი რომ აღარ ვაღირსე.
- არ დამიწეროთ, მასწავლებელო, ორი. ვიცი და ვერ ვამბობ, - შევეხვეწე მე და ტირილი დავიწყე.
....
დაახლოებით ოცდახუთი-ოცდაათი წელი გავიდა მას შემდეგ. საზღვრის წინა ხაზზე ვიდექით მე და ჩემი ხელქვეითი ჯარისკაცი. სულ პატარა ღელე და ხიდი გვყოფდა მოპირდაპირე ქვეყნიდან.
- აი, შენ კარაბინით რომ დგახარ აქ და ამხელა ქვეყანას რომ დარაჯობ, რა შეგრძნება გაქვს, რას ფიქრობ, ან თუ იცი საერთოდ, რა არის სამშობლო?! - ვკითხე უცებ ჯარისკაცს, - ოღონდ, თუ კაცი