გაბრიელ ბერის ანდერძი:
'მარად მკვდარი არ გეგონოთ,მე საფლავში ცოცხალი ვიქნები. ბოდბეში წმინდა ნინო წევს გაუხრწნელად და მირონი სდის და აი, აქ მე ვიქნები. მე რომ გარდავიცვლები, აქ ნახევარი საქართველო მოვა. ქრისტემ ლაზარე აღადგინა და ის გაუჭირდება, რომ მე აღმადგინოს? თქვენ ვერ დამინახავთ, მაგრამ ითხოვეთ ღვთისგან და ლოცვას არ დაგაკლებთ, რომ ღმერთი ყველას შეგეწიოთ...
თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს, დევნა ყველგან იქნება, ანტიქრისტე ყველგან გამეფდება, მხოლოდ საქართველოში ტახტს ვერ დაიდგამს! საქართველოს მარიამ ღვთისმშობელი დაიფარავს, მისი წილხვედრია. აქ ნაკლები დევნა იქნება, ოღონდ ცალ-ცალკე ნუ იქნებით, ათი ან მეტი იყავით ერთად, ერთმანეთს უნდა შეეშველოთ დევნის დროს, ნუ შეგეშინდებათ, როდესაც გაგიჭირდებ
მოთმინება ოქროა. რამდენჯერ გვინანია ნაჩქარევი საქციელის გამო, დაუფიქრებლად ნასროლი სიტყვის გამო, მოუთოკავი რისხვის შედეგების გამო. ოდნავ რომ მოგვეთმინა რამდენს მოვიგებდით, რამდენ ნერვებს დავზოგავდით, რამდენი ადამიანი დაგვჩებოდა მადლიერი. რა განსაცდელიც არ უნდა შეგვხვდეს ცხოვრებაში, თუ მოთმინებას მოვიკრებთ და ნაჩქარევ საქციელს არ ჩავიდენთ, აუცილებლად მოვა შვება და სიტუაციის საღად შეფასების შესაძლებლობა. თუ წყენის მოთმინებას შევძლებთ ბევრ ახლობელ ადამიანს შევინარჩუნებთ, რამეთუ უმრავლეს შემთხვევაში ადამინები მხოლოდ იმიტომ გვაყენებენ ტკივილს, რომ “არ იციან რასა იქმან.” წყენაზე ნაჩქარევი რეაქციის შედეგად კი ყველაზე ახლობელი ადამიანი შეიძლება სამუდამოდ დავკარგოთ. “მოთმინებითა შენითა მოიპოვებ შვება