ბერად აღკვეცილი 18 წლის შვილის ემოციური წერილი დედას: "გიხაროდეს და ამიერიდან თავაწეულმა იარე, შენი შვილი ღვთისმშობელმა მიიღო თავის სავანეში"
გიხაროდეს, დედა! შენი რუდუნებით გაზრდილი, მრავალი იწროებითა და სიფრთხილით აღზრდილი ბიჭი, კვირაცხოვლობის წმინდა დღესასწაულზე, ყოვლადმოწყალე უფალმა თავის ჯარისკაცად აკურთხა. დიდება შენდა, უფალო ჩვენო იესო ქრისტე! გიხაროდეს, დედა, გიხაროდეს! შენს შვილს ღმერთმა მეოხად აურჩია წმინდა ნეტარი იერონიმე. შენი შვილი ღირსი გახდა ამიერიდან ატაროს მისი წმინდა სახელი (იერონიმე ბერძნული სახელია და "წმინდა სახელს" ნიშნავს) გიხაროდეს, დედა, რომ ამიერიდან უნდა მომმართო არა "შვილო" და არც "გიო", არამედ მამა იერონიმე. გიხაროდეს, დედა, რომ კაცთმოყვარე ღმერთმა მომიტევა ჩემი