19 ივნისი მამების დღეა..
.სამყარო, ადამიანის თვალისა და სულისთვისაც ხშირად წინასწარ შეუცნობელი , ვერ ჩამხვდარი, თუ ვერ მიმხვდარი ამბებისა და ,,მოვლენების' უწყვეტი ჯაჭვია რომაა, ფაქტია.
დღეს ქეთი , ფინალისტია, და ტრაგიკულად დაღუპული 18 წლის პოეტის დათო გულუას ხსოვნისადმი მიძღვნილ პოეზიის კონკურსზე უნდა დააჯილდოვონ. ჯერ არ ვიცი, რომელი ადგილი აიღო- პირველი, მეორე ,თუ მესამე. მთავარი ეს არაა მთავარი ფინალში გასვლა იყო და კიდევ...
მამების დღეს, ქეთის მართლაც კარგი საჩუქარი გამოუვიდა ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მამისთვის...
სიცოცხლე გრძელდება, ჯიმა
ჩემი საფიცარი, ჩემი ,,ბეხვერია'' ძმა. ხვალ შენი დაბადების დღეა. უკვე მეორედ - უშენოდ... რა გითხრა, რა ვთქვა... ვერ მოვიკალი თავი. დავდივარ, ვცხოვრობ უშენოდ და შენს მონატრებასთან ერთად... მაპატიე, ქეთის ვერ ვუღალატებ. შენც ხომ ეს გინდოდა. ხომ ჩამაბარე მე....
19 ივნისი მამების დღეა..
.სამყარო, ადამიანის თვალისა და სულისთვისაც ხშირად წინასწარ შეუცნობელი , ვერ ჩამხვდარი, თუ ვერ მიმხვდარი ამბებისა და ,,მოვლენების' უწყვეტი ჯაჭვია რომაა, ფაქტია.
დღეს ქეთი , ფინალისტია, და ტრაგიკულად დაღუპული 18 წლის პოეტის დათო გულუას ხსოვნისადმი მიძღვნილ პოეზიის კონკურსზე უნდა დააჯილდოვონ. ჯერ არ ვიცი, რომელი ადგილი აიღო- პირველი, მეორე ,თუ მესამე. მთავარი ეს არაა მთავარი ფინალში გასვლა იყო და კიდევ...
მამების დღეს, ქეთის მართლაც კარგი საჩუქარი გამოუვიდა ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა მამისთვის...
სიცოცხლე გრძელდება, ჯიმა
...გიჟის პროფილი
სამუდამოდ შემრჩა.
ძნელია , გიჟს უყურო,
- უსმინო, მით უფრო...
ტკივილი მჭამს.
ტვინი სიგიჟემ გამოხრა,თუ
გამოხრული ტვინია თვითონ სიგიჟე...
წყვეტილ-წყვეტილი ფიქრები მაქვს:
მერიის სააქტო დარბაზში
(გუშინ ზვიად გამსახურდიას სახელობის
სხდომათა დარბაზი შეერქვა)
პროფესიულ დღეს გვილოცავენ,
პროფესიულად ვცდილობ
კადრების დაჭერას,
ფოკუსს ვასწორებ და...
ჩვენება პირველი:
შუა დარბაზში ჩემი უბედური
ძმა ასვენია.
კუბო თავმოხდილია და
ირონიულად მიღიმის იქიდან:
- ფორმაში ხარ?
- მე რომ მომკლეს , სად იყავი?
- ნარმანია ( რუსიკო)ან ახალაია ( როლანდი) რატომ არ გადაიღე
-ჩემ სისხლში მოსვრილი ხელებით? ..
კითხვები კი არ ისმის დარბაზში,
დარბაზი გუგუნებს ბოლო ხმაზე,
სულ ბოლოს, კბილების ღრჭიალი მესმის