პარასკევს, 1 თებერვალს, 17:00 საათზე, დუშეთის კულტურის სახლში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი დუშელი გოგონას-ეკა ხოსიაშვილის დასახმარებლად. ღონისისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ანსამბლი "გორდელა", სიონის ტაძრის მგალობელთა გუნდი, ლუკა ზაქარიაძე, სანდრო ქადაგიძე, მირზა მოდებაძე, მარი ჯობარდიძე, მარი პავლიაშვილი, ლევან კბილაშვილი, ანსაბლი "ქალილო". ბილეთების შეძენა შესაძლებელია კულტურის სახლის შენობაში, ღირებულება: 5 ლარი. იმედი მაქვს რომ გულთან მიიტანთ ამ მნიშვნელოვან საკითხს და ყველა ერთად შევეცდებით ეკას დახმარებას. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 558 19 13 19 გვანცა