ერთი კაცი ყოველდღე დადიოდა ბაზარში და ხუთ პურს ყიდულობდა..ერთხელ თავის მეგობარს შეხვდა გზაში. მეგობარმა ჰკითხა: -მითხარი, დღეში ხუთ პურს რატომ ყიდულობო?
კაცმა მიუგო: -ერთს მე შევექცევი, ორს სესხად ვაძლევ, ორით კი ვალს ვიხდიო. -არ მესმის, -უთხრა მეგობარმა, -ერთი კარგად ამიხსენი, რომ გავერკვიოვო. -აი, რა: ერთ პურს მე თვითონ გეახლებით, ორს შვილებს ვაძლევ, ორს კი, დედ-მამასაო. P.S...Sheugneblebi mainc verafers mixvdebian