დავეხეტები ფიქრებთან მარტო, გული კვნესის და სული ქვითინებს, ვიცი დღეს, რაც მჭირს, მაგრამ არ ვიცი, მე ეს ცხოვრება ხვალ რას მიპირებს... ალბათ დავრჩები წარსულთან მარტო, შენს მოლოდინში გაირბენს წლები... ვიცი არასდროს არ შეერთდება ერთმანეთისკენ მავალი გზები. თუ სიყვარული დიდი ცოდვაა, უკვე ,, შევცოდე“ და აღარ ვდარდობ, ჩემი გული კი სევდით მოცული, მხოლოდ შენ გიხმობს, მხოლოდ შენ გნატრობს... ვიცი არ მოხვალ, მაგრამ იცოდე მე შენ მჭირდები, მე შენ მინდიხარ, რა დავაშავე, მე ხომ მიყვარხარ...!!! რატომ მშორდები, რატომ მიდიხარ. გულს ვერ ვუბრძანე,ვერ ავუკრძალე, ვიცი არ უნდა შემყვარებოდი, რადგან ვიცოდი, რაც მოხდებოდა, ცოტათი უნდა შემბრალებოდი... როცა გითხარი ,,მ ე შ ე ნ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ“, როცა გაგიღე გულის კარე