ისედაც მიტოვებულ სოფელში მიატოვეს ბებო. ზაფხულში ვერ მოიცალეს შვილებმა, ზოგი სამსახურს იმიზეზებდა, ისეთ ადგილებზე მუშაობდნენ, გაცდენა არაფრით არ შეიძლებოდა. შვებულება თ...
სიტყვა, რომელმაც ,,მომკლა "...
პეკინზე , ერთი მაღაზიის წინ ხშირად ვხედავ დედა-შვილს.იქ სხედან , მომცრო ზომის ჭიქა უდევთ მიწაზე და დახმარებას ითხოვენ .... რაღაცნაირი სევდიანები არიან ! ქალი თვალებს მალავს , ბავშვი კი მორჩილად ზის ....ბიჭუნა 5- 6 წლის იქნება ალბათ ...დღესაც იქ ისხდნენ . ტრანსპორტს ველოდი და მათთან ახლოს მოვხვდი... ვხედავ მანქანა გაჩერდა , კაცი და პატარა ბიჭი გადმოვიდა და მაღაზიაში შევიდნენ...არ ვიცი რას ყიდულობდა კაცი, მაგრამ ბავშვი გარეთ გამოვიდა და პატარა ბიჭს მიუჯდა . მერე შარვლზე ბრელოკი მოიხსნა და გაუწოდა..იქ მჯდომმა ბიჭმა გაუღიმა , გამოართვა და ,, სანაცვლოდ“ ბულკი მისცა! საოცარი სცენა იყო, რომ არა კაცი!!!კაცი მაღაზიიდან გამოვარდა , ბავში ააყენა, დატუქსა , ბულკი ხელიდან გ