Новые бесплатные стикеры подарки теперь и в Одноклассниках! Теперь и у вас появилась возможность делиться яркими эмоциями с помощью красочных картинок в сети Одноклассники абсолютно бесплатно!
ნუ იდარდებთ, ამ ტკივილსაც გადავიტან, ძალა შემწევს მოგიტევოთ შეცდომები. მე არ ვიცი ცხოვრების გზა სად წამიყვანს, ნუ გგონიათ, რომ მე თქვენგან მეტს მოველი. ნუ იდარდებთ, მე შევძლებ და წამოვდგები, არ დავუხრი თავს ამ მძიმე განსაცდელებს. მერე რა თუ გული კვლავაც მომიკალით, უფლის მადლი ვიცი თავს არ დამანებებს. ნუ იდარდებთ, მე ხომ თქვენზე ძლიერი ვარ, შემიძლია დავამარცხო ყველა დარდი. მერე რა, რომ გული წყენას ვეღარ იტევს, მერე რა, რომ თავზე მეტად შემიყვარდით. ნუ იდარდებთ, მე ვიცი რომ ღმერთს ვუყვარვარ და ვიცი რომ არ გამწირავს მისი ძალა. მერე რა, რომ ამ ზამთარს ვერ გადავურჩი, მერე რა, თუ ვერ შევძელი დარდის მალვა. ნუ იდარდებთ, მე ყველაფერს გაპატიებთ, მოგიტევებთ ყველა ნატკენს, ნაიარევს. ძალა შემწევს ძველებურ
✞´ . .✞ადამიანის ცხოვრება გზაა, რომელიც შეიძლება იყოს მოკლე ან ხანგრძლივად სასიარულო, მაგრამ ორივე შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გზა არ იქნება იოლად სავალი და მხოლოდ სიხარულის მომნიჭებელი. არც იმას უნდა ვფიქრობდეთ, რომ იგი იქნება აუტანელად მძიმე და დამთრგუნველი. მიწიერი ჩვენი ყოფა სინამდვილეში გამოცდაა და ჩვენ ვალდებულნი ვართ ეს გამოცდა ჩავაბაროთ. ამას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ვიცხოვრებთ რწმენით, სასოებითა და სიყვარულით.✞´ . .✞
მე რომ მიყვარხარ,
მგონია, რომ
უყვარხარ ყველას,
მთელ სამყაროზე
ეჭვიანობს
ახლა ეს გული.
ვინც სიყვარული
იწამა და...
ღმერთს სთხოვა შველა,
ასე მგონია
შენზე იყო
შეყვარებული...რა ეშველება,
აღარ ვიცი,
უშენოდ ამ ხალხს,
რა ეშველება
ამ ქვეყანას
შეცვლილს, ვნებიანს...
ასე მგონია,
ვერ ამჩნევენ
ჩემსავით,
სხვა ქალს,
ასე მგონია
შენს სიყვარულს
მეცილებიან...ჰოდა, ამიტომ
მიმაჩნიხარ
სამყაროს ფასად,
ჰოდა, ამიტომ
გნებდებიან
ვნებულს
გულები...
მე რომ მიყვარხარ,
მგონია, რომ
უყვარხარ სხვასაც,
ვეჭვიანობ და
უმიზეზოდ
გებუზღუნები!
მე შევაგროვებ და ავკინძავ სუყველას ერთად...
რაც მიცინია,მიტირია და მიფიქრია...
მე შევაგროვებ ყველა ტკივილა უფერულს,ფერადს,
რადგანაც წლები,საოცარი ელვით მიჰქრიან,
და ამ ყველაფერს დაგიტოვებთ ჩემს მაგიდაზე
თქვენ წაიკითხავთ მხოლოდ მაშინ როს არ ვიქნები
ნუ შემიცოდებთ და ნუ იტირებთ მხოლოდ ამას გთხოვთ
ყოველთვის მოდით ჩემს საფლავზე თეთრი ვარდებით,
ნუ დამივიწყებთ...... გემუდარებით.......