აზრთა ცვალებიდან
გარდაცვალებამდე
როგორც სიმარტოვე
მგონი სიყვარულის
გადაჭარბებისგან
ხელიც არ ჩამკიდე
ისე მიმატოვე.
გარეთ გაზაფხული,
ერთობ უწყინარი,
დილით სხვა ქალების
თმები გეფერება
თვალებს ძლივს გაახელ
ღამით უძინარი
შენი თავის ზიზღიც
აღარ შეგეშვება
შემდეგ მოგშივდება
ჩემი სიხალოვე
შენმა ხასიათმა რომ
ვერ დაიტია
ის რომ გიყვარდი და
მაინც მიმატოვე
ახლა დარწმუნდი რომ
სხვებმა არ იციან
დილით მეეზოვე
ქუჩებს ასუფთავებს
ამ დროს სხვის საწოლში
ზანტად გეღვიძება
ძვლებში დამტვრეული
თვალებს აფართოვებ
რადგან მთელი ღამე
ის ხე გესიზმრება,
ჩვენ რომ გვერდით
სკამთან უნდა შევხვედროდით,
ალბათ შვიდის მერე,
მარტის ოცდაცხრაში
უნდა შემოგვევლო
ქუჩა საღამომდე
სკამის ფერიც გვქონდა
ჩვენთვის მონახაზში
ახლა ჩემი ლექსის
ჩარჩოს აფერადებ,
კართან გულდაწყვეტით
სხვა ქალს ელოდები
თუმცა შენც იცი რომ
ვერსად აღმომაჩენ
რადგან არავისში
მე არ ვმეორდები
ნინა სამხარაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1