შენი თვალების სითბოს, შენი ტუჩების გემოს ვგრძნობ და ჩემთან ხარ თითქოს, შენ, მონატრებავ ჩემო... ცხოვრობ ცხადშიც და ცხოვრობ სიზმრებშიც, ჩემს სამყაროში და ჩემს ფიქრებში, მოდი, წამოვწვეთ მწვანე მდელოზე ტყემლებისა და ნუშის ფიფქებში... მოდი, ჩამეხუტე მაგრად, მანძილი ოცნებებს ებრძვის, ტყის პირას კარავი დავდგათ, "წვიმაში დავანთოთ ცეცხლი"... შენი თვალების სითბოს ვგრძნობ, საყვარელო ჩემო, და ჩემს ტუჩებზე ცხოვრობს შენი ტუჩების გემო.
გნახე და მივხვდი, ბრმა ვყოფილვარ თურმე აქამდე, ანდა სიბნელე იყო საერთოდ... მაგ ხმაზე მივხვდი, ყრუ ვყოფილვარ თურმე აქამდე, ანდა სიჩუმე იყო საერთოდ... მაგრამ მოხვედი, ამოავსე სიცარიელე... და ჩემი თავი, მე ვიგრძენი შენი წყალობით.
მისმენ ? ჩემო თავო შეიცვალე... მე აღარ შემიძლია გიყურო და აგიტანო ასეთი მარტოსული.. გარეთ ცივა და ეს უფრო ამძიმებს სულში დაგროვილ ტკივილებს, რომლებიც მიზეზით თუ უმიზეზოდ შემოვუშვი .. მე ვერ ვივიწყებ იმ ბედნიერ დროს დაა დღეს სწორედ ეს მხდის ტრაგიკულს . მიყვარს ეს ჩემი სევდა, არ მტოვებს არცერთი წამით სრულიად და მიყვარს ჩემი სიმარტოვეც, რომელსაც ვგრძნობ სახლში, როცა ვარ გარეთ, უამრავ ხალხში...
დავხატე მზე, ნიშნად შენი თბილი გულისა, დავხატე გული, შენებური სიყვარულისა, დავხატე ია, თავჩახრილი ცალკე დამდგარი, ვით თავმდაბლობა შენს სულსა და გულში გამჯდარი. დავხატე მთვარე, ნიშნად შენი უზომო სევდის, მინდა, შენ იყო ადრესატი ამ ყველა ლექსის. დავხატე ტაძარი, ნიშნად შენი მიმტევებლობის. მე მჯერა შენი ყველა სპეტაკი, მარადი გრძნობის. დავხატე სიკეთე, ოღონდ არ მახსოვს როგორი იყო, ლამაზ ფერებში, თბილ ფერებში გაჯერებული. იქვე დავხატე ჩემი ციცქნა, პატარა გული, უშენობისგან დაჩაგრული, გაჩერებული
არ შემაჩვიო შენს სიახლოვეს, თორემ იცოდე ვერ გადამჩვევ. მერე ჩემს ქცევებს ვერ მივატოვებ, მე ყოველ დილით თვალს რომ გავახელ.არ შემაჩვიო შენს ლამაზ თვალებს, თორემ იცოდე სხვას ვერ შევამჩნევ. მერე ეგოიზმს გადააბრალებ, ბევრ ყურადღებას როცა მოგაქცევ.არ შემაჩვიო შენს მზრუნველობას, თორემ უშენოდ ვეღარც ვიცხოვრებ. და აკიდებულ მოუსვენრობას, მერე სიმშვიდეს ვერ მოვუწოდებ.არ შემაჩვიო მე შენს სიცოცხლეს, თორემ სიკვდილის შიში მექნება. და თუ უჩემოდ შენ მოინდომებ, მე უშენობა ვერ შემეჩვევა.
,როგორც ეტყობა - გაზაფხულს ისევ უშენოდ მოვილევ, ალბათ, სწორია, სამყარომ ერთად ვერ გვზიდა ორივე. მე ვერ შემბედა, საწუთრო ვერანაირად მიმოკლა, გარს მივლის, მეფოლორცება, ჩამოტეხილ მკლავს მილოკავს. გულს ვერც ეს ფოლორცი ალბობს, ვერც მზის მალული ცინება, დღეს ან ხვალ, იცის ტიალმა, უშენოდ მომეწყინება. ბარგს შევკრავ, ვიცი, გრიგალი მალულად გაიქილიკებს, ერთხელღა ამოვიბღავლებ, მერე შენს ნავალ ბილიკებს მოვძებნი, გულში ჩავიხვევ- ნისლივით დავეწურები, ქარი ჩემს საფლავს წააყრის მტვერს შენი ნაფეხურების. როგორც ეტყობა - გაზაფხულს ისევ უშენოდ მოვილევ, ალბათ , სწორია სამყარო... ერთად ვერ გვზიდა ორივე!"
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 131
შენი ტუჩების გემოს
ვგრძნობ და ჩემთან ხარ თითქოს,
შენ, მონატრებავ ჩემო...
ცხოვრობ ცხადშიც
და ცხოვრობ სიზმრებშიც,
ჩემს სამყაროში
და ჩემს ფიქრებში,
მოდი, წამოვწვეთ მწვანე მდელოზე
ტყემლებისა და ნუშის ფიფქებში...
მოდი, ჩამეხუტე მაგრად,
მანძილი ოცნებებს ებრძვის,
ტყის პირას კარავი დავდგათ,
"წვიმაში დავანთოთ ცეცხლი"...
შენი თვალების სითბოს
ვგრძნობ, საყვარელო ჩემო,
და ჩემს ტუჩებზე ცხოვრობს
შენი ტუჩების გემო.
ბრმა ვყოფილვარ თურმე აქამდე,
ანდა სიბნელე იყო საერთოდ...
მაგ ხმაზე მივხვდი,
ყრუ ვყოფილვარ თურმე აქამდე,
ანდა სიჩუმე იყო საერთოდ...
მაგრამ მოხვედი,
ამოავსე სიცარიელე...
და ჩემი თავი,
მე ვიგრძენი შენი წყალობით.
ჩუმად გაიცრიცა ღამე,
ცივი შემოდგომა მაფრთხობს.
ჩუმად ვეგებები დილას
და მზის ამოსვლას ვნატრობ.
ქარმა დაუბერა უცებ,
ფრთხილად ჩამეკრა გულში.
ძლიერ მოვენატრე თურმე,
ჩუმად ჩამჩურჩულა ყურში.
ისევ ამიწეწა თმები,
უცებ მიმატოვა მარტო
მერე მომიბრუნდა უკან,
ჩუმი სიყვარულით მათრობს.
ვეღარ მოვერიე ფიქრებს,
დარდი აერია წარსულს.
ჩუმად მომეპარა ქარი,,
ისევ ონავრობს და ანცობს.
ერთად გავუყევით ქუჩებს,
ერთად ვეგებებით აწმყოს.
ჩუმად ვეგებებით მზეს და
ლაღი ოცნებები გვათოვს...
21.10.2018
მზია კაპანაძე
ჩემო თავო
შეიცვალე...
მე აღარ შემიძლია გიყურო და აგიტანო ასეთი მარტოსული.. გარეთ ცივა და ეს უფრო ამძიმებს სულში დაგროვილ ტკივილებს, რომლებიც მიზეზით თუ უმიზეზოდ შემოვუშვი .. მე ვერ ვივიწყებ იმ ბედნიერ დროს
დაა დღეს სწორედ ეს მხდის ტრაგიკულს .
მიყვარს ეს ჩემი სევდა, არ მტოვებს არცერთი წამით სრულიად და მიყვარს ჩემი სიმარტოვეც,
რომელსაც ვგრძნობ სახლში, როცა ვარ გარეთ,
უამრავ ხალხში...
დავხატე გული, შენებური სიყვარულისა,
დავხატე ია, თავჩახრილი ცალკე დამდგარი,
ვით თავმდაბლობა შენს სულსა და გულში გამჯდარი.
დავხატე მთვარე, ნიშნად შენი უზომო სევდის,
მინდა, შენ იყო ადრესატი ამ ყველა ლექსის.
დავხატე ტაძარი, ნიშნად შენი მიმტევებლობის.
მე მჯერა შენი ყველა სპეტაკი, მარადი გრძნობის.
დავხატე სიკეთე, ოღონდ არ მახსოვს როგორი იყო,
ლამაზ ფერებში, თბილ ფერებში გაჯერებული.
იქვე დავხატე ჩემი ციცქნა, პატარა გული, უშენობისგან დაჩაგრული, გაჩერებული
თორემ იცოდე ვერ გადამჩვევ.
მერე ჩემს ქცევებს ვერ მივატოვებ,
მე ყოველ დილით თვალს რომ გავახელ.არ შემაჩვიო შენს ლამაზ თვალებს,
თორემ იცოდე სხვას ვერ შევამჩნევ.
მერე ეგოიზმს გადააბრალებ,
ბევრ ყურადღებას როცა მოგაქცევ.არ შემაჩვიო შენს მზრუნველობას,
თორემ უშენოდ ვეღარც ვიცხოვრებ.
და აკიდებულ მოუსვენრობას,
მერე სიმშვიდეს ვერ მოვუწოდებ.არ შემაჩვიო მე შენს სიცოცხლეს,
თორემ სიკვდილის შიში მექნება.
და თუ უჩემოდ შენ მოინდომებ,
მე უშენობა ვერ შემეჩვევა.
ისევ უშენოდ მოვილევ,
ალბათ, სწორია, სამყარომ
ერთად ვერ გვზიდა ორივე.
მე ვერ შემბედა,
საწუთრო ვერანაირად მიმოკლა,
გარს მივლის, მეფოლორცება,
ჩამოტეხილ მკლავს მილოკავს.
გულს ვერც ეს ფოლორცი ალბობს,
ვერც მზის მალული ცინება,
დღეს ან ხვალ, იცის ტიალმა,
უშენოდ მომეწყინება.
ბარგს შევკრავ, ვიცი,
გრიგალი მალულად გაიქილიკებს,
ერთხელღა ამოვიბღავლებ,
მერე შენს ნავალ ბილიკებს
მოვძებნი, გულში ჩავიხვევ-
ნისლივით დავეწურები,
ქარი ჩემს საფლავს წააყრის
მტვერს შენი ნაფეხურების.
როგორც ეტყობა - გაზაფხულს
ისევ უშენოდ მოვილევ,
ალბათ , სწორია სამყარო...
ერთად ვერ გვზიდა ორივე!"