თითქოს მოვიპარე შენი მზერა და ჩემს სიყვარულში გადავმალე.
ისევ განმიახლდა გულის ძგერა,როცა შენამდე გზა გადავლახე,
შენი მკერდში ჩაკვრა ისე მსურდა,რომ დრო უნებურად ავაჩქარე.
როცა ბედისწერამ შეგვახვედრა,სულში ერთი სიმი დავამატე,
ვგრძნობდი შენთან ყოფნის ნეტარებას,გულის მეოთხედით რომ ვატარებ.
ისევ ვერ ვიძინებ საყვარელო,ეს დღეც შენზე ფიქრში დავაღამე,
თითქოს შემეშინდა უშენობის, მერე ქარს ცრემლები გავატანე.
ისე უსაშველოდ მენატრები,ღამეს შენს ლოდინში გავატარებ,
მერე ჩავიხუტებ შენზე ფიქრს და ფურცელს სტრიქონებით გავაწამებ.
გთხოვ ნუ დამივიწყებ სიხარულო,შენი ჩახუტებით გამახარე,
მე კი კვლავ დაგიცავ ჩემო გოგო და ცრემლს შენს თვალებს არ გავაკარებ.
რასაც მე გპირდები აგისრულებ,შენ კი გულთან ახლოს გადამმალე,
სული შენთან ყოფნით გამითბე და ჩემს გულს შენი ხელი დააფარე.
/05.08.17.ქეთი ალასანია./


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3