Предыдущая публикация
მე- ვცდილობ მზე ვიყო,გაგათბო,
თვალები დავხუჭე-მოგენდე,
ჩემი ხარ-არ დაგთმობ არასდროს.
შენამდე- სულ ორი ნაბიჯი,
საათი-პირველზე მეტია
და უკვე ბეჯითი ბავშვივით
ლექსებსაც გიკითხავ ზეპირად.
მიყვარხარ- რატომღაც არ მომწონს,
დღეს ყველგან ეს სიტყვა წერია,
თუ გრძნობა გონებას ბატონობს,
არ გითხრა-ძალიან ძნელია.
შენ- ხატავ ჩემს ღიმილს ყოველ დღე,
მე - ვცდილობ მზე ვიყო,გაგათბო,
თვალები დავხუჭე- მოგენდე,
ჩემი ხარ- არ დაგთმობ არასდროს.
/თამუნა ჭიღლაძე/


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев