დედამიწის და ცის შუა ვდგავარ. დედამიწის და ცის შუა ვდგავარ! ამ თიხის სხეულს ვეღარ ვცილდები.. განდეგილივით,სოფლისგან გავალ,რადგან,წვეთივით,ახლა ვმცირდები გავწყვეტ იალქანს!ავუშვებ აფრებს,რომ არ ჩამძიროს,წვიმის შხეფებმა..ოკეანისკენ,ქარი გამაფრენს!მაინც მომიწევს მასთან შეხება. მეც ავაშენებ ამ სულში,ტაძარს! სულში არავის ჩაუხედია.. რა არის კაცი,ღმერთს თუ არ ბაძავს?!დაწუნებული ქვაკუთხედია. უნაყოფო ხეს,ჯოხს არ ესვრიან! ნაყოფიერ ხეს,მზის შუქიც ელტვის.მეც,მარცვალივით რაც მითესია,მამხილებს ღმერთი!განაჩენს მეტყვის.. ახლა,ლამის,რომ ჩემს გზას ვადგავარ.გადასალეწად გრიგალი მელტვის.. დედამიწის და ცის შუა ვდგავარ,როგორც,რომ კვალი,გამომშრალ ბელტის. მამუკა უნგიაძე