მფრინავი მოჩვენება ! 😈
05:29
FLYING GHOST PRANK!
460 просмотров
10 საშინელებათა ფილმი, რომელიც უნდა ნახოთ! არ ვიცი რამდენი ფილმი მაქვს ნანახი, ამას ალბათ ვერავინ დათვლის, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი. საშინელებათა ჟანრი ჩემი საყვარელი ჟანრია. ჩამოვთვლი ფილმებს, რომელიც ჩემი აზრით (ხაზგასმით) საუკეთესოა ამ კატეგორიის ფილმებში. არ ვეხები ძველ საშინელებათა ფილმებს, ეს იქნება 1999 წლის შემდეგ გადაღებული კინოები. 10. the grudge 2004
ჭადრის ხეების საიდუმლო ” იმ ღამით უჩვეულო სიზმარმა გამომაღვიძა, შინაარსი არ მახსოვდა, მაგრამ ცუდმა წინათგრძნობამ შემიპყრო. სუნთქვა მიჭირდა და პირი მიშრებოდა. გადავწყვიტე სამზარეულოში ჩავსულიყავი და წყალი დამელია. მშობლებს უკვე ეძინათ. ფეხაკრეფით ჩავიარე კიბეები და პირველ სართულზე ჩავედი. სამზარეულოს სკამზე ჩამოვჯექი და წყალი მოვსვი. გარეთ ბნელოდა, თუმცა შემინული კარებიდან გასული შუქი ოდნავ ანათებდა ეზოს. ნისლი იყო ჩამოწოლილი და ღრუბლებში გახვეული მთვარის შუქი ვერ აღწევდა მიწამდე. ჭადრის ხეები, რომლებიც ეზოში იდგა, კარგად ჩანდნენ. ეს ხეები აქ ჩემი ბავშვობიდან მოყოლებული იდგა, მე და ჩემს დას ხშირად გვითამაშია მის ჩრდილში. გარეთ ნიავიც არ იძროდა, თუმცა მომეჩვენა, რომ ჭადრის ხეები შეირხა და
ოჯახური ფოტო – დედა, ფოტოგრაფი უკვე აქაა – გასძახა ლუსიმ დედას და სარკეში თმები შეისწორა. – ჩამოიყვანეთ მონიკა დაბლა, ახლავე მოვალ – უპასუხა ქალმა და ცხვირსახოცით ცრემლები შეიმშრალა. მონიკა სულ რაღაც ექვსი წლის იყო, მაგრამ უკვე სასიკვდილო დიაგნოზი დაუდგინეს ექიმებმა. სამი თვე – ეს დროღა ჰქონდა დარჩენილი ოჯახთან გასატარებლად. ოჯახმა ძლივს გადაიტანა ეს ამბავი და ნელ-ნელა ეგუებოდნენ. დედამ გადაწყვიტა საერთო ფოტო გადაეღოთ, რომ მისი გოგონა სამუდამოდ ასეთი დარჩენილიყო მის მეხსიერებაში, როგორიც ახლა. მონიკა საწოლზე იჯდა.წითელი კაბა ეცვა. უფროსმა დამ ხელი მოჰკიდა, რომ აეყენებინა. – მე თვითონ – უთხრა ბავშვმა და წამოდგა. ” ხანდახან მაშინებს” გადაულაპარაკა ლუსიმ მეორე დას “როგორი ცივია…” ფოტოგრ
13 საფეხური – დროა საშიში ისტორიები მოვყვეთ – თქვა კელიმ და ცეცხლს ხელები მიუშვირა გასათბობად. – ხომ ხედავ შენს ისტორიებზე აღარც გვეცინება – გაეხუმრა კრისი. – ვიცი და ამიტომაც აღარ გიყვებით ხოლმე, ახლა თქვენ მოიფიქრეთ რამე. – სხვათაშორის – თავი წამოყო ჯეისონმა – ჩემმა დეიდაშვილმა მომიყვა საინტერესო ისტორია, თან თავისი თქმით მართალი ამბავია. ეს ისტორია თავის ქალაქში ყველა მაცხოვრებელმა იცის და მგონი სჯერათ კიდეც. – რომელი ქალაქი? – მალტბაი, ჩვენს მეზობლად. – აბა მოყევი – ლივმა ზეფირი მიუშვირა კოცონს შესაწვავად და მოსასმენად მოემზადა. – როგორც ამბობენ, სანამ ეს ქალაქი დასახლდებოდა, ტერიტორია მთლიანად ტყით იყო დაფარული, თანაც ისეთ გაუვალი ტყიით, რომ იქ ადამიანს არ შეეღწია. გვერდზე დასა
ტყუპები  👯 შეთხზული ამბავი, რომელიც ძალიან პოპულარულია ესპანურენოვან ქვეყნებში. ესპანეთის ერთ-ერთ დაბაში დაქორწინებული წყვილი ცხოვრობდა. პატარა, ლამაზი სახლი თავისი მწვანე ბაღით, წყნარი, სუფთა ქუჩა და მშვიდი გარემო, ამ სიმშვიდეს მარტო ტყუპი გოგონები არღვევდნენ, რომლებიც არასდროს იღლებოდნენ თამაშით. ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და დაშორებას ვერ იტანდნენ. ერთ დღეს დედამ გადაწყვიტა მაღაზიაში წასულიყო რძის და პურის საყიდლად, მაგრამ გოგონების მარტო დატოვება არ უნდოდა სახლში, ლამაზად ჩააცვა და თან წაიყვანა. მაღაზია დაბის ცენტრალურ ადგილზე იყო, სადაც დიდი გზატკეცილი უნდა გადაეჭრათ. სანამ დედა ბავშებისთვის ხელის ჩაკიდებას მოასწრებდა, ისინი ხელიდან დაუსხლტდნენ და გზაზე გადაირბინეს. შემოსახვევიდან
Показать ещё