რას იწვევს არასაკმარისი ძილი ბავშვებში მშობლებო,გააკონტროლეთქვენი შვილების ძილიანობა.
ამერიკელი მკვლევრების ჯგუფმა დაადგინა, რომ არასაკმარისი ძილის შემთხევევაში მოზარდები არაჯანსაღად იკვებებიან, სუქდებიან და ცხოვრების მჯდომარე წესს ეჩვევიან. ამის შესახებ MedicalXpress-ი წერს.
ექსპერიმენტში 8-დან 17 წლამდე ასაკის 177 000-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა. სპეციალისტებმა მათი ჩვევები შეისწავლეს, მათ შორის კვების განრიგი, ფიზიკური დატვირთვის დონე და ძილის ხანგრძლივობა.
არასაკმარისი ძილის შემთხვევაში 12 წლამდე ბავშვებს ღამეში 9 საათზე ნაკლები ეძინათ, 12 წელზე უფროსებს კი 8 საათზე ნაკლები. დაახლოებით 40 %-ს იმაზე ნაკლებ ხანს ეძინა, ვიდრე ეს მედიკოსების მიერ არის რეკომენდებული.
საბოლოოდ გაირკვა, რომ არასაკმარისი ძილი არაჯანსაღი ჩვევების განვითარებას იწვევს. ბავშვები უარს ამბობდნენ საუზმეზე, იკვებებოდნენ სწრაფი კვების პროდუქტებით, ტკბილეულობით და არ იღებდნენ სასარგებლო პროდუქტებს.
გარდა ამისა, უძილობა ბავშვების ფიზიკურ აქტიურობაზეც აისახება: ისინი ცხოვრების მჯდომარე წესს ეჩვევიან. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ მათ გასუქების საფრთხეს უქმნის.
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Нет комментариев