***” რა ამბავია? _ ჰკითხა ზღვამ ოთახში შესულ მზეს.
_ ადამიანი კვდება! _ უპასუხა მზემ.
_ ასე უბრალოდ კვდება და მეტი არაფერი? _ ჰკითხა გაკვირვებულმა ზღვამ.
_ ექიმებმა უკვე მიატოვეს.
_ თქვა მზემ და მხრები აიჩეჩა.
_ შენ ნუ მიატოვებ. _ უთხრა ზღვამ.
_ როგორ თუ მივატოვებ, ჩემი გაჩერება ვინ გაიგონა?! _ გაუკვირდა მზეს.
_ ნუ მიატოვებ _ გაუმეორა ზღვამ.
_ მე რას ვუშველი, კვდება, ესეც არ იყოს ადამიანებმა უკვე მიატოვეს.
_ შენ ადამიანებს რას უყურებ, ადამიანები ძალიან ხშირად და ადვილად ტოვებენ ერთმანეთს. შენ თუ არ მიატოვებ ადამიანი არ მოკვდება. ნუ მიატოვებ!
_ სთხოვა ზღვამ მზეს “
ნოდარ დუმბაძე
........
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი, რადგანაც სიყვარული ღვთისაგან არის; ვისაც უყვარს, ღვთისგანაა შობილი და იცნობს ღმერთს. ვისაც არ უყვარს, ვერ შეუცვნია ღმერთი, რადგანაც ღმერთი სიყვარულია. თუ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში მკვიდრობს და მისი სიყვარული სრულყოფილებას აღწევს ჩვენში.
მე თქვენ მიყვარხართ!
დილამშვიდობისა <3 <3 <3


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 6