
2016-06-25 15:13:
img
არასმთავრობო სექტორის წარმომადგენელი, ყოფილი „კმარელი“ და ამჟამად ბაჩანა ახალაიას მხარდამჭერი თეა თუთბერიძე პატრიარქს შეურაცმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს და სოციალურ ქსელში წერს: “ბრძენო” ქართველო ერო, ვერც ახლა ვერ შევიდა თქვენ თავებში რა თამაშსს თამაშობდა და თამაშობს დღემდე ეს ბებერი KGB-ეს აგენტი? “ჩვენ ვიყავით და უნდა დავრჩეთ ძმებად და კეთილ მეგობრებად. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა აღვადგინოთ საქართველოსა და რუსეთს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები და ეს უნდა მოხდეს ჩქარა, რადგან დრო ყველა ჩვენგანის საწინააღმდეგოდ მუშაობს.” – საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთის ტელეარხ ЦАРЬГРАД ТВ-სთვის მიცემულ ინტერვიუში ეს განაცხადება გააკეთა. ხო და ეხლა მე მაქვს კითხვები ამ ბებერ KGB-ეს აგენტთან, როდის იყო რუსეთი საქართველოს ძმა? მონობა, ძმობა და “კეთილმეზობლური ურთიერთობები”, როდის აქეთ იქცა სინონიმებად? აგრესორს და ჩვენი ქვეყნის 40%-ის ოკუპანტს ჰქვია ძმა და კეთილი მეზობელი? “შევინარჩუნოთ კეთილი ტრადიციები” – რომელი კეთილი ტრადიციები უნდა შევინარჩუნოთ, ბოროტების იმპერიის 200 წლიან მონობაში რომ ვიყავით? ეხლა კი თქვენ მინდა გკითხოთ, “ბრძენო” ქართველებო, სუფრაზე გულში მჯიღის ცემა და ყანწებით სადღეგრძელოების სმა რომ გგონიათ ქვეყნის სიყვარული და პატრიოტიზმი, როდემდე უნდა ისმინოთ ეს პრორუსული აგიტაცია პროპაგანდა და როდემდე უნდა მიათრევდეს ეს KGB-ეს აგენტი საქართველოს ამ ბოროტების იმპერიის ჭაობში? არ მიგაჩნიათ ქვეყნის სირცხვილიად და შეურაცხყოფად, როდესაც კირიონ საძაგლიშვილის, ლეონიდე ოქროპირიძეს და ამბროსი ხელაიას შემდეგ ეს ადამიანია დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლი?! ამდაგვარი ეპითეტებით უწმინდესს და უნეტარესს ლიბერალიური ფრთის ერთ-ერთი წარმომადგენელი ნინია კაკაბაძეც.


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 63