ეს საკითხი მეტად აქტუალური გახდა დღეს-დღეობით
მარილი ძალიან სასარგებლო ქიმიური შენაერთია.მისი ნაკლებობაც ცუდია და ბევრის მიღებაც.
მარილი აწესრიგებს ცენტრალური ნერვული სისტემისა და საჭმლის მომნელებელი სისრტემების მუშაობას,ინარჩუნებს ორგანიზმის წყლოვან ბალანსს.რაციონში მარილის უკმარისობას შეიძლება მოჰყვეს მადის დაკარგვა,გადაღლილობის მომატება,მეხსიერების გაუარესება.თუმცა,მარილოვანი შიმშილის გამოწვევა რთულია,რადგან მას შეიცავს უამრავი პროდუქტი:ბოსტნეული,ხილი,პური,ხორცის ნაწარმი.
რაც შეეხება მარილის მავნებლობას,მისი ზედმეტად მიღება ვნებს ძვლოვან სისტემას-შთანთქამს კალციუმს და ხელს უწყობს ოსტეოპოროზის განვითარებას.
ოქროს შუალედის მოსანახავად ყოველთვის დააკელით კერძს მარილი. მიიღეთ მეტი ცოცხალი პროდუქტი-ხილი,ბოსტნეული,რომლებიც მდიდარია კალიუმით და მაგნიუმით-ისინი ორგანიზმიდან გამოდევნიან ზედმეტ ნატრიუმის ქლორიდს.
თუ არ მოგწონთ ნაკლებმარილიანი საკვები,ეცადეთ, ,,მოატყუოთ” გემოს რეცეპტორები. ნიორი-ნიღბავს მარილის უკმარისობას თევზის კერძებში,რეჰანი-ბოსტნეულში,წიწაკა და ხახვი-სალათებში.
გახსოვდეთ! მარილის დღიურმა ნორმამ არ უნდა გადააჭარბოს 5-6 გრამს!
P.S დღეგრძელობას გისურვებთ!
#nesi
Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
Комментарии 4