Свернуть поиск
Дополнительная колонка
Правая колонка
მოხდა თუ არა ჯვარცმა და აღდგომა საქართველოში?! სად არის ნამდვილი იერუსალიმი?! რა ხდება რა დაფარული ცოდნა აქვთ ასეთი, რომელსაც რატომღაც სწორედ საქართველოს ისტორიის ამ პერიოდში "ჰფენენ შუქს"?! ჩვენ ამ თემაზე გავაკეთეთ პირდაპირი ჩართვა თავად იერისალიმიდან და ეს ჩართვა დევს გვერდზე პოსტებს თუ ჩაუყვებით. რა ხდება, რა საიდუმლო ვიცით ასეთი?! ძალიან ძნელია ამ ყველაფერზე სერიოზულად წერო და რომ დავწეროთ და მოვიყვანოთ მაგალითები, ალბათ იმხელავე წიგნი გამოგვივა, როგორიცაა "ომი და მშვიდობა". ფაქტია ეს თემა სწორედ ახლა, ბოლო პერიოდში გააქტიურდა, მაგრამ მთავარი კითხვა არის შემდეგი -რატომ?!
დავუშვათ რომ ნამდვილი იერუსალიმი არის უფლისციხე, როგორც ამას კომენტარებში წერენ მავანნი, ან ხაშური, ან ზესტაფონი, ქალაქს არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ რადგან სახელდება უფლისციხე, გავჩერდეთ უფლისციხესთან. იმისათვის, რომ უფლისციხე იყოს იერუსალიმი, მინიმუმ რა უნდა გვქონდეს მანდ და ისტორიაში. პირველი, საქართველო უნდა ყოფილიყო რომის იმპერიის კოლონია, რაც რომაელებმა ვერ შეძლეს, უფრო მეტიც, ქართლის მეფეს რომის ფორუმის მოედანზე ძეგლიც კი ედგა, სადაც იდეაში რომაელები ღმერთებს უდგამდნენ ძეგლებს. მეორე და მივყვეთ ასე. უფლისციხეში უნდა მდგარიყო რომაული მეათე ლეგიონი და უნდა გვქონდეს მათი სადგომები და მინიმალური არქეოლოგიური კვალი მაინც, რომელიც არ გვაქვს. გაითვალისწინეთ, რომ როდესაც უფლისციხის არქეოლოგიაზე ვისაუბრებთ, იქ გასათხრელიც ბევრი არაფერია, რადგან არ არის გრუნტი და მთლიანად არის კლდე. ქართულ ისტორიულ წყაროებში ერთგან მაინც ხომ უნდა ეწეროს, რომ ქართლი რომაელებისა იყო?! არ გეამაყებათ, რომ ვერ დაგვიპყრეს?! უფლისციხეში უნდა იდგეს სოლომონის ტაძარი, უნდა იდგეს პილატეს სასახლე, უნდა იდგეს ჰეროდეს სასახლე, უნდა იყოს პრეტორიუმი, რომელიც საკმაოდ დიდი ტერიტორია იყო, ეს იყო კომპლექსი. პლუს ამას ესენი მხოლოდ კი არ უნდა იდგეს, განლაგებაც უნდა ემთხვეოდეს. უნდა იყოს კრავთა განსაბანელი, საიდანაც ძელი ამოიღეს, რაზეც მოამსჭვალეს უფალი. ჯვარის მონასტერი, ალბათ სადღაც კასპში უნდა მდგარიყო, სადაც იზრდებოდა ლოტის ხე, რომელიც მოიჭრა იერუსალიმის ტაძრის შენების დროს. ალბათ კასპის ცნობილი აკლდამები, სწორედ ლოტის მღვიმეებია. ეს სასაცილოც კი არ არის. გავყვეთ კიდევ რა უნდა იყოს? უფლისციხეში იყო გოლგოთა სადაც ადამის თავის ქალა იყო დაკრძალული და სადაც მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ პირველქრისტიანები. სადაა უფლისციხეში სიონის მთა, სადაც შედგა საიდუმლო სერობა და მოხდა წილისყრა?! ალბათ მტკვრის მეორე მხარეს, სოფელი ქვახვრელია გეთსამანია არა?! სად არის ღვთისმშობლის საფლავი ქვახვრელში?! რა გამოდის, ეს ყველაფერი იყო იქ და ჩვენ ველურმა ქართველებმა ამდენი სოწმინდე გავანადგურეთ და გავთელეთ?! თუ ეს ასეა, კიდევ როგორ გვიდგას სული საერთოდ... წმინდა ნინო უფლისციხეში გაიზარდა და სომხეთის გავლით ჩამოვიდა მცხეთაში?! 70 წელს დაანგრიეს რომაელებმა უფლისციხე პირწმინდად ხოლო 135 წელს უფლისციხის ადგილას დაარსეს ქალაქი ელია კაპიოლინა?! და სადაა ქართულ წყაროებში გორში რომაული ქალაქი, საიდანაც დამასკოდან და ეგვიპტიდან მოდიოდნენ ქარავნები?! ანუ ქრისტე ჯვარს აცვეს უფლისციხეში და პირველივე საუკუნეში ანდრია პირველწოდებული და სხვა მოციქულები ამ ქრისტეს ჯვარმცმელ ქართველებს უქადაგებენ იმავე ქრისტიანობას?! და ამ ყველაფრის დამადასტურებელი არანაირი მატერიალური ძეგლი არაა, არანაირი არქეოლოგია, არაფერი, არც დოქი, არც მონეტა, არც საფლავი, არც ნასახლარი. ასეთი ველურები ვართ ქართველები რომ გადავყლაპეთ ქვაც კი? ყველაზე შემზარავი ის არის, რომ ამაზე ისე ვნებით საუბრობენ, იერუსალიმი უფლისციხეაო, რომ მთავარი კითხვა თავისთავად ყალიბდება. რა გიხარიათ ქართველნო ამ დროს, ის რომ ღმერთის მკვლელობას იბრალებთ?! ანუ თქვენმა მამა-პაპამ მოკლა უფალი და პილატეს შესძახა, ოღონდ ეგ ჯვარს აცვი და მისი სისიხლი იყოს ჩვენზე და ჩვენ შვილებზეო, ეს გახარებთ?! ანუ თქვენს შვილებზეა უფლის სისხლი?!
ის რაც ჩამოვთვალეთ, ეს ძალიან ზედაპირული კომპონენტებია, ასიათასობით რამაა საჭირო არსებობდეს საქართველოში ამ სრულიად არანორმალური თეორიის დასამტკიცებლად, მაგრამ ჩნდება კითხვა, ვის და რატომ ჭირდება ეს თემა დღეს?!
ამ ყველაფრის ჰაერიდან ჩიჩქვნას, იმას რატომ არ წერენ და ამტკიცებენ, რომ სამოთხე, როგორც გერმანელი მკვლევარები წერენ ფიზიკურად იყო ტრაპიზონის მახლობლად, რაც სამხრეთ საქართველო იყო. იქნებ ის მოეძიებინათ, რომ აბრაამი ქალდეველი იყო, ან ის რომ ძველი ქართული ტომები საბერძნეთამდე იყვნენ გაშლილები და შემდეგ მოვიდნენ ინდოევროპელები. ამაზე რატომ არ წერენ და წერენ პირიქით?! რის დამტკიცებას ცდილობენ და თქვენც ზოგიერთნი რომ ხელს უწყობთ ამ იდეების გავრცელებას, ბოლოს ისე არ აღმოჩნდეს, რომ საქართვრლოც სხვებისა ყოფილა ძველი აღთქმის წიგნის მიხედვით.... ეს საგანგაშოა უკვე. არც ისე ცოტა ბიბლიური მოვლენა უკავშირდება ჩვენს ქვეყანას და უდიდესი წვლილი ისედაც გვაქვს ქართველებს ქრისტიანობის ისტორიაში. თუ ვინმეს რამის მტკიცება სურს, იმაზე ისაუბროს, რას გულისხმობს აბრაამის ქალდეველობა, ან უფრო მეტიც, სოფლად წავიდეს, პომიდორი მაინც მოიყვანოს, შვიდი ლარი რომ ღირს ბაზარში.

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 8
თურქები დღესაც მუხამედს ახსენებენ არამედ უფალს
...ძალიან დიდი საიდუმლოება რომელსაც ვერავინ ამოხსნის რადგან ღმერთმა თქვა ნუ ჩამეძიები არ ჩაგეძიებიო.უფლის მოსვლამდე მაცხოვრამდე ხომ იყო სამყარო და ვის მოიხსენიებდნენ?...უფლის ციხე ასევე ნოეს კიდობანი.ხვამლი რაჭა. ხარაგაულის ტუე პარკი მცხეთა და ვანის ნაქალაქარი ეს ყველაფერი საქართველოშოა და იყო მაცხოვრის მოსვლამდე.