Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
როდესმე ნეტა მოგნატრებივარ? როდესმე მაინც თუ გყვარებივარ? ნუთუ ეს გრძნობა სულ იყო ფარსი? არა! სიყვარულს არ ადევს ფასი! როდესმე ის დრო გაგხსენებია? ჩემსავით ვინმე მოგფერებია? ვინმეს თუ უთქვამს მსგავსი სიტყვები, თუ გაუნდვია თავის ფიქრები? როდესმე ნეტა მოგენატრები? როდესმე ნეტა მოგეფერები? ღამე მაინც თუ გაგითევია? ვინმეზე ფიქრში დაგთენებია? თვალიდან ცრემლი თუ წამოგსვლია, ცრემლებში სევდა თუ გინახია? ეს მონატრება შენ განგიცდია? ან უიმედოდ თუ დაგიცდია? მაშინ გაიგებ რაც გამიგია და ამ გრძნობებით რაც განმიცდია....... მოვა დრო... ღამე მოგენატრები, ქუჩაში დღისით მოგელანდები, შენც მოგაწვება გულზე დარდები და ვერ გაფანტავს მაგ დარდს ვარდები. ცრემლს დაინახავ!-მცოცავს ლოყაზე, არ მესაუბრო იმ ძველ ნდობაზე....