ვაბრახუნებდით, ვყვიროდით და კარს ვამტვრევდით... ვერც აცნობიერებდნენ, რა ხდებოდა..
"ვაბრახუნებდით, ვყვიროდით და კარს ვამტვრევდით... ვერც აცნობიერებდნენ, რა ხდებოდა..."
14.05.2015
რუსთავში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში ერთმანეთის გვერდით სამი პატარა ბიჭუნას ცხედარი ესვენა. ყველა მხრიდან ჭირისუფლის მოთქმა-გოდება ისმოდა. სამძიმარზე ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. ასეთ დროს სიტყვები უძლურია...
ალბათ არ იქნება ხმამაღალი ნათქვამი, თუ ვიტყვი, რომ ამ პატარა ბიჭების ჭირისუფალი მთელი საქართველოა.
ქობულეთში დატრიალებულმა საშინელმა ტრაგედიამ მართლა მთელი საქართველო შეძრა. ძნელია იმ ემოციის გადმოცემა, რაც იქ მისულმა განვიცადე. ტაძრის შესასვლელთან სასწრაფო დახმარების ბრიგადა მუდმივად იდგა, ექიმების და