თბილისის დროით 15:16 სთ-ზე იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმიდა ცეცხლი გადმოვიდა, რაც მორწმუნეთა აზრით უფლის წყალობის ნიშანია.სრულიად საქართველოს და ქართველ ერს, ყველა ქრისტიანს დედამიწაზე გილოცავთ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, მრავალს დაესწარით, გამრავლდით და გაიხარეთ...უფალი ჩვენთანაა..
ქრისტე აღსდგა! აღსდგა წყარო ცხოვრებისა და ჭეშმარიტებისა, წყარო სილამაზისა და სიკეთისა. ხარობს დღეს წმინდა ეკლესია და უგალობს აღდგომილ ჩვენს მაცხოვარს, რომელმაც სიკვდილით სიკვდილი დათრგუნა და მოგვანიჭა აღდგომის სიხარული. აღსრულდა უდიდესი საიდუმლო ქრისტე აღსდგა-სიცოცხლის მომნიჭებელმა უფალმა შემუსრა ჯოჯოხეთი და დაამარცხა სიკვდილი. ქ რ ი ს ტ ე ა ღ ს დ გ ა! გიხაროდენ, დადგა ჟამი ზეიმისა!!!