წარსულს გავატანე დარდი და ნაღველი, ცხოვრება თავიდან მინდა რომ დავიწყო, სიფრთხილით გავივლი დარჩენილ ბილიკზე, გული მაქვს ნატკენი, არაფერს არ ვითხოვ. ვინც თვალში ნაცარი უტიფრად მაყარა და ჩემი ცრემლებით იბანა ხელები, ნიღბებით თამაშით საშინლად დამღალა, დღეიდან არავის არ "მოვეფერები". სითბოს და სიყვარულს არ ჰქონდა საზღვარი, ყველასთან უსიტყვოდ დამთმობი ვიყავი, უაზროდ რამდენი ცრემლი მაქვს ნაღვარი, იქნება ვალში ვარ, ის მაინც მითხარით. ცხოვრება მიდის და უკან არ ბრუნდება, არ მიყვარს ჩემ თავზე მოთქმა და ჩივილი. ღმერთია მოწამე თუ გავცემ სიყვარულს, ნუ დამიბრუნებენ ცრემლით და ტკივილით.