რამდენ
ღალატს გავუსწორე
თვალი,
მაგრამ მაინც სიყვარული
მეტობს,
მივუტევებ, მივუტევებ,
რადგან...
ჩემში მინდა დაგაბრუნო
ღმერთო...
რამდენ ტყუილს შეეჩვია
თვალი,
რა ცრუ სიტყვებს შეეჩვია
ყური,
მაგრამ მაინც სიყვარული
მეტობს,
რადგან შენ ხარ
მაგალითი ღმერთო..
ასე ხდება, ძმა ძმას კლავს
და ყიდის,
ქონებისთვის
ერთმანეთსაც ვებრძვით,
წრფელი გული იკარგება
ჩვენში,
ვიტყუებით, პირში
ლიქვნით, ქებით,,
ვერ შევძელით, ვერ
შევძელით ღმერთო,
რომ სიკეთე შეგვძლებოდა
სხვისი,
ვქექავთ, ვეძებთ სხვის
ცოდვებს და მერე
ჩვენ ხომ მხოლოდ
დაყვედრება ვიცით..
რამდენ ღალატს
გავუსწორე თვალი,
რა ცრუ გზებზე გავიარე
უწინ,
მაგრამ მაინც სიყვარული
მეტობს,
რადგან შენ ხარ
სიყვარული, ღმერთო - )))
ვერც შენ გაუძლებ წასვლის
იარებს,
დაგღლის ლოდინით
გადაფითრება...
ხეზე ფოთოლი რომ
იშრიალებს,
გახსოვდეს, ჩემი სევდა იქნება!
ქრიზანთემები გვანან მზის
ღილებს,
სიტყვის ნაყოფი ტოტზე ფიქრს
ება...
ველზე გვირილა რომ
გაგიღიმებს,
ნუ მოწყვეტ,ჩემი გული იქნება!
ყვავილის ფუნჯზე პეპელა ყვავის,
მოდის წვიმა და ყოფის ბაქანს
რწყავს...
ხვალ ყველა ნიავს და ყველა
ყვავილს
ძვირფასო ჩვენზე ჭორი
დაქანცავს.
ხო,ასე იცის ლოდინით დაღლამ,
ცრემლს დაუნისლავს თვალთა
ბროლები...
სუყველაფერი გექნება მაგრამ,
მინატრებ,გვერდით არ
გეყოლები!"