საქართველოში, სავარაუდოდ, ამჟამად არის 8500 აივ ინფიცირებული პირი - ახლა აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა გვაქვს მამაკაცებში, ვისაც მამაკაცებთან აქვთ სექსი. გავრცელების მაჩვენებდლი ყველაზე მაღალი ამ კატეგორიაშია. მნიშვბელოვანია, რომ ყველამ, ვისაც სქესობრივი კონტაქტი აქვს, გამოიყენოს დამცავი საშუალება ან ჩაერთონ სპეციალურ პროგრამაში, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში /15 იანვარი, 2024/