ხორცის გაყიდვას,
უნდა დაგთვალოთ ქართველებო,გარეთ
გამოდით!
სულ გაყიდულთა ყიჟინაა,სმენა რომ მიაქვს,
იყო დრო,ადრე,ღალატისთვის თითზე
ვითვლიდით,
ვერცხლის ჩხრიალი,არა წყდება,კვლავ
ძალაშია,
რის მაქნისია ერთგულება,ფულით ნაყიდი?!
ყოველთვის ვიღაც გამოჩნდება,
მეტს გადაიხდის
და გამოგონილ ერთგულებას,ისევ იყიდის,
პატარა თაფლის კასრშიც თითქოს,შხამი
ჩაასხეს,
უკვე ღალატში,ეჯიბრება ყველა მეორე.
გამყიდველები,დაოთხილნი მყიდველს ეძებენ,
სულ არ ანაღვლებთ,ხატებიდან ცრემლი
მდინარე!
დარჩა ქვეყანას,ჭრილობაზე წამლის
დამდები?
წლებია უკვე,გამუდმებით,სულს რომ ჰყიდიან,
იმ ვერცხლით მერე,შვილებს ზრდიან,მერე
შვილები,
მამებს რაც დარჩათ გასაყიდი,იმას ჰყიდიან!..
ვინც გადაურჩა,სულისა და ხორცის გაყიდვას,
უნდა დაგთვალოთ ქართველებო,გარეთ
გამოდით!..


Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев