შემოდგომის ქარში შემოდგომაა. ახლა ეგ თმები დაუსრულებლად ქართან ომშია . იცი თუ არა , მე რომ მწყურია და შენთან ყოფნა ახლა რომ მშია?! დღეს აირევა რიტმი მუსიკის. აწყობილ სიმებს განგებ მოშლიან. ქარი ულმობლად მიერეკება და არ ვაბიჯებ ფოთლებს მოშრიალთ . ამოგბურცვია მკერდზე ბორცვები. ეგ ძუძუები მკვრივი კომშია . ჯერაც უმწიკვლო ჩუმად მაჩვენე სანამ უხედად დაგილოშნიან! ახლა კი ურჩად ქართან თამაშობ.- ეგ სილამაზე მთავარ როლშია . ხდება ასედაც. არის წუთები, როცა ყველაფრის ფასი გროშია. მე ველოდები , ხვალ რა იქნე
ვის რას უქადის , ვინ იცის.- ბედი აგორებს კამათელს . ცუდია თუკი გავჩუმდი და აღარ შეგეკამათე . ცუდია , თუ ავერიდე აღმართებსა და დაღმართებს. შემომიძახე! მითხარი: -წინ გასწი! ფეხი გამართე! თუ ვთვლემდე ,არ მიმაძინო! მიამბე რამე . გამართე! თუ ჩავიბჟუტო, მომხედე! სულის შებერვით ამანთე! სიტყვები შემომაშველე. თვალებით შემომანათე! ბედმა აგოროს და იყოს. მიხედოს თავის კამათელს. ალეკო ჩინჩალაძე . 16 . 10 . 20 .
* * * თუკი ცხოვრების დაგეტყო კვალი, გადაუხადე სუყველას ვალი, თეთრი ოცნებით კვებე ზმანება, თორემ სიცოცხლე დაგენანება! ჩვენში რაცარი მუდამ ფარული, ესარის რწმენა და სიყვარული! დ.ს
გილოცავთ სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულს! გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებას და კეთილდღეობას! ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ! მრავალ სვეტიცხოვლობას დაესწარით და გფარავდეთ დღევანდელი დღის მადლი!
როგორ? რაგზით? შენ ხარ ჩემი იმედების ლოგო. შუბლზე შენი ანგელოზი მაზის. არა! - შენი დავიწყება , როგორ?! არა! - შენთან განშორება , რაგზით?! დახრუკული სიყვარულით , ამ მზით, მე ბიჭი და შენ კი ჩემი გოგო. არა ! - შენთან განშორება რაგზით?! არა ! - შენი დავიწყება , როგორ?! რა ვუთხარი სიძულვილის მომგონს! ხომ ჩემი ხარ სანატრელი სამგზის? არა ! - შენი დავიწყება , როგორ?! არა ! - შენგან განშორება , რაგზით?! დატვირთული სიყვარულის საგზლით.- სიკვდილამდე ვინაწილო , ვზოგო. არა ! - შენთან განშორება რაგზით?! არა!
ღვინობისთვეა ღვინობისთვეა!- არც ერთი დღე ამ თვეს უღვინოდ! მაჭრით გავბრუვდეთ და ერთმანეთს სულში ვუღიმოთ! ღვინობისთვეა!- არც ერთი დღე ამ თვეს უმზეოდ! იხარე , ჭერო! ხოლო , მტერო- გასკდი გულზეო! რქებაკოკრილი ნიშა ხარის ზარი ჟღარუნობს. ღვინობისთვეა!- არც ერთი დღე უსიყვარულოდ! ღვინობისთვეა!- საქართველოს თვე დაუმშვენოს! ყველა სნეულს და უიმედოს ღმერთმა უშველოს! ღვინობისთვეა!- ჩემ ქვეყანას მადლი უშენოს! არც ერთი წამი არ მაღირსო, ღმერთო, უშენოდ! ალეკო ჩინჩალაძე . 10 . 10 . 2020.
სიყრმე მიდი! კვლავაც ილაღე,, სიჭაბუკევ! სიყრმევ! ოცნებების სიმაღლევ! ოცნებების სიღრმევ! ტუჩს ვიხსენებ ნათუთარს, დროს - სილაღის , ყრმობის . როგორც ყვავილს სათუთად , ისე მოგეპყრობი . შენ თავს სხვას ხომ ვერ ვანდობ.- მიმსახურე! მიყმე! გნატრობ , ფერად- ფერადო გაფრენილო სიყრმევ! ალეკო ჩინჩალაძე . 09 . 10 . 20 .
სილამაზისთვის ღიმილიც კმარა, ვით შემოდგომა იცვალე ფერი, მზეს შეეგებე შენს სახლის კართან, იქნებ, სიხარულს გიმზადებს ღმერთი. მწუხარება და ტკივილი კმარა! დარაბებს მიღმა ფერია მეტი, თუკი სამყაროს ღიმილით გავხარ - შენც გაგიღიმებს ერთ დღესაც ბედი! ვერიკო აქუბარდია 💜 🍂🍁
ჩიტი გაკრთობდა ჩქამი ბნელი ღამესი. მაგ გულის ფეთქვას , ნეტავ , ვის ანდობ? ისე ახლოს ხარ, სუნთქვა ჩამესმის. თითქოს და , უნდა ჩამინისკარტო. ფრენით დაღლილი ფრთები დაკეცე. ნაზო არსებავ! სამოთხის ჩიტო! შენ გეშინია . თვალებს აცეცებ. მე არ ვარ ჩიტი და მიფრთხი მიტომ. მეც კუნაპეტი ღამე მაშინებს. და ოცნებებით ღამე დავფლითე. ჩაიჭიკჭიკებ და მიმანიშნებ.- სულ ცოტაცა და .... უნდა გაფრინდე. ზეცაა შენთვის ზღუდე- ტიხარი. ჩიტი ხარ. იფრენ მიწიდან ცისკენ. საით მიგიწევს გული ?-მითხარი. და , მაინც , ვისთან?! და ,
ქარი გულში ჩაგიკრავდი.... - ქარია ! ქარს აგარიდებდი გამჭოლავს. ქარმა სურვილები არია ! ვინმე ამისთვისაც გამჭორავს . ქარი გიმღერებდა არიას . გაგახსენდებოდა ბავშვობა . ალბათ , ამ ასაკის ბრალია , მე რომ ყველაფერი დამშორდა ! შეურაცხადივით ქარს დავდევ . ჩემთვის სიყვარულის დარია . ახლა ყველაფერი გადავდე და შენ მომენატრე ძალიან ! ღვინო ვეღარ მათრობს .- მდარეა . ცაზე გაცრეცილი მთვარეა . გული ბერდებაო?- მცდარია! მე რომ ამაბორგა . ამრია - ალბათ შენი სხით , ქარია ! ალეკო ჩინჩალაძე . 10 . 10 . 18
Show more
19 Sept 2019
26 521 participants in the group
Join
"ნურასოდეს დასცინებ იმას,ვისაც არაფერი აბადია... რამეთუ არ იცი, რა მოხდება ხვალ და ვინ იქნები შენ"
Log in or sign up to add a comment