Предыдущая публикация
ყველა თქვენგანი ალბათ მოცდება
და გაოცდება:"ნუთუ ამ ნიკოს,
მხოლოდ ის სურს,რომ გულწრფელი იყოს?!"
ზოგი ოცნებობს,რომ ქონდეს ფრთები,
მე კი დავფრინავ,როდესაც ვთვრები.
ვთვრები,ქალს როცა მოვეფერები,
შავ-თეთრს როცა ცვლის მუქი ფერები.
როცა ვერევი საკუთარ ვნებებს,
როცა ნერვები თავს არ მანებებს.
თავს რომ დავცინი,მაშინაც ვთვრები
როცა ბავშვების ცრემლებით ვთბები.
რა არის ხმები,მუდამ რომ მესმის,
რატომ გამიჩნდა სურვილი გესლის?!
სულ ოცნებებით მომიწევს თრობა?
-რა ღმერთმა,კაცმა,რა ქალმა მშობა...
არ შეგაწუხებთ ჩემი ოცნებით,
თქვენ კი არა და მეც კი მოვცდები..
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев