575956198192

- ҉-

Gaxsovs miyvardi?chemi sicocxle iyavi,chemi ocneba, ici rogor menatreba warsulis dabruneba,magram azri ar aqvs,shen waxvedi shen damtove ushenoba shen maswavle, sevdas mimachvie, martooba shemayvare, ushenod ici bevri game tetrad gavatene, muxlebze dachoqili gmertsac ki shegavadre, axla dabrundi wlebis mere, siyvaruls mtxov isev, azri ar aqvs damijere, ukve warsuls chagabare, ushenobas mivechvie ufro sworad mimachvie, ici raa? siyvarulis mjeroda axla ki agar mjera, anda ra aris siyvaruli? chemtvis gulis tkivili, sulshi sicariele, martoobis chivili, sevdiani mzera, yavbi gimili, ar gegonos warsuls mivtiri, ubralod kargi iyo is rac iyo, magram damtavda morcha sadgac gulis sigmeshi damijere mok
575956198192

- ҉-

ვერ ვიტან სამყაროს უშენოდ ნაშენებს! ვერ ვიტან ღამეებს უშენოდ ნათევებს! ვერ ვიტან ამ დღეებს უშენოდ საბრძოლველს! მძულს უშენობა ჩემში რომ ამეფებ... არ მინდა გითხრა რომ მომენატრე, თან მინდა ვიყვირო გული რომ გაღმერთებს! არ ვიცი რატომ ან რისთვის დაგეძებ... ვერ ვიტან!ვერ ვიტან უშენოდ ამ დღეებს!
575956198192

- ҉-

და მარტოობა დღეს თუ არ შემცვლის და უშენობას დღეს თუ მე ვძლიე, ხვალ თვითონ მოვალ და თვითონ გეტყვი, რომ შენ მიყვარხარ ყველაზე ძლიერ... მე გადავთელავ ჩემს სიამაყეს და როცა შენზე ოცნება მოთოვს არ მსიზმრებია ბოდვიან ღამეს მოვალ და ჩემს წილ სიყვარულს მოგთხოვ! და ეს ფიქრები ღამენათევი თვით სიცოცხლეზეც ალბათ მეტია. შენზე ლოცვაში დადნა სანთლები, შენი თვალები ჩემთვის ღმერთია. და მარტოობა დღეს თუ არ შემშლის, ხვალ ალბათ მოხვალ, მომიტან იებს, მე ვერ მოვითმენ და მართლა გეტყვი რომ შენ მიყვარხარ ყველაზე ძლიერ
575956198192

- ҉-

ეკითხება ტალღა ქვიშას. ეკითხება ამბებს. ქვიშა ამბობს: არა მიშავს, ოღონდ მთვარე მაბნევს... -რას არ მეტყვის ღამ-ღამობით, ნისლიან ცას მადრის... და გრძელდება ასე წლობით, დილისკენ კი გარბის...
575956198192

- ҉-

მე რომ გაგანდოთ ჩემი ოცნება, ყველა თქვენგანი ალბათ მოცდება და გაოცდება:"ნუთუ ამ ნიკოს, მხოლოდ ის სურს,რომ გულწრფელი იყოს?!" ზოგი ოცნებობს,რომ ქონდეს ფრთები, მე კი დავფრინავ,როდესაც ვთვრები. ვთვრები,ქალს როცა მოვეფერები, შავ-თეთრს როცა ცვლის მუქი ფერები. როცა ვერევი საკუთარ ვნებებს, როცა ნერვები თავს არ მანებებს. თავს რომ დავცინი,მაშინაც ვთვრები როცა ბავშვების ცრემლებით ვთბები. რა არის ხმები,მუდამ რომ მესმის, რატომ გამიჩნდა სურვილი გესლის?! სულ ოცნებებით მომიწევს თრობა? -რა ღმერთმა,კაცმა,რა ქალმა მშობა... არ შეგაწუხებთ ჩემი ოცნებით, თქვენ კი არა და მეც კი მოვცდები..
575956198192

- ҉-

ჩემო ერთგულო მოღალატე, დანა ზურგში მომანატრე, შხამით სავსე აღარ მოგაქვს ფიალა, დამრჩა მხოლოდ შენი კოცნა- იარა, მე შენი ტყუილი ჩამყლაპავი მაკლია, მინდა ისევ დამაჯერო რომ ცოდვა მადლია, მინდა თვალები დავხუჭო და ბრმად გენდო, დაე, მხოლოდ შენ იცოდე გულში რა მედო, ვიცი, სადღაც ახლოს ხარ, გგრძნობ- ნუ მემალები, არ დამტოვო, გთხოვ... მომატყუე! მომატყუე შენი ტკბილი ტყუილით! მომატყუე ყოველ ღამით, მომატყუე ყოველ დილით, უფსკრულისკენ ღიმილით მიბიძგე და სინდისის ქენჯნა დაივიწყე... მე ვიცი სად ხარ, ვიცი სად გიპოვო, მე უშენოდ არ შემიძლია ვიცხოვრო: ჩემს ერთგულ მოღალატეს ვუყურებ თვალებში, როდესაც საკუთარ თავს ვხედავ სარკეში...
575956198192

- ҉-

სიზმარია ცხოვრება - ხვალ არ გემახსოვრება. "მიყვარს, ჩემი ქალია" - ამბობს, სანამ მთვრალია. როცა გამოფხიზლდება, უკვე შვილიც იზრდება. მერე ისევ დათვრება, უკვირს: რა ემართება? ნატრობს ფულის მარწუხებს, სხვა სულ აღარ აწუხებს. ყველაფერს ცოლს აბრალებს, დარბის, ეძებს სხვა ქალებს. პირჯვარს იწერს ტაძარში, მერე კაცს კლავს აზარტში. სხვის ცრემლებზე არ ღელავს, გადაგივლის, გაგთელავს. ვერ მეტყველებს ქართულად, ვერც ლექსებით გართულა. მისთვის ტლუ და ცუდია - ვინც არა ხელმრუდია. სინდისზე აქვს ნიჟარა. მგელთან არის მშიშარა. კრავებთან კი მგელია - ნამდვილი ქართველია! მოკლედ, არის არსება, მე რომ არ მევასება.
575956198192

- ҉-

ეს ცხოვრება მალე ქრება, ჩვენ კი ბევრი გვგონია, დრო რომ გადის მერე ვხვდებით რა ცოტა დრო გვქონია, დრო ქარია, ჩაგვიქროლებს, წავა.......დაიკარგება, ჯერ ცეცხლივით იგიზგიზებს, ბოლოს კვამლად გაქრება. დროს ღიმილი, ფერება და სიყვარული სჭირდება, დრო რომ გადის მერე ვხვდებით რა ბევრი დრო გვჭირდება, სიცოცხლე თუ მალე ქრება და ყოველდღე ბინდდება, ყველა წუთი საკვირველი წავა......გაგვიფრინდება, და ასე რომ ცოტა დრო გვაქვს სიკეთის შესაქმნელად, ღმერთმა ყველას მოგვცა ძალა სილამაზის სამღერლად, დრო კი მიდის არ ჩერდება ( ადვილია სათქმელად? ) ეს ცოტა დრო მაინც კმარა სიყვარულის საქმნელად!
575956198192

- ҉-

დედას გიტირებ სიკვდილო, შეგეგებები ღიმილით, იცოდე არ დაგნებდებივერ შემაშინებ ტკივილით. ვერ შემაშინებ რას ფიქრობ, ეგ სულ ფეხებზე მკიდია დაგვიწყებია ეტყობა, სიცოცხლის ჟინი დიდია. ძარღვებში სისხლის დენაა, ყველაზე დიდი მდინარე, აქუხე თუნდაც ეს ღამე, ხვალ მაინც გამოიდარებს. ვიცი გული გაქვს რკინის და არასდროს შეგებრალები, იცოდე სულს თუ ამომხდი შევძლებ ვისუნთქო თვალებით სიცოცხლის სამოსახლო ვარ შუა ზამთარშიც ვყვავილობ, არ დაგიჩოქებ არასდროს იცოდე ამას ვთაკილობ !!! დიდი ჯიუტი რამე ვარ, გინდა არ გინდა… მიცნობდე, ვერ დამაჩოქებ, ვერ შემჭამ, გაგეჩხირები იცოდე. დედას გიტირებ სიკვდილო, ბოლომდე შეგებრძოლები, სურვილს გაგიჩენ სიცოცხლის, სიცოცხლედ მოგენდომები. უნდა იცოდე გული მაქვს
Показать ещё