Свернуть поиск
Событий пока нет
Дополнительная колонка
О мероприятии
საქართველოს ქურთთა ახალგაზრდობის კავშირი ევროაზიული ებრაული კონგრესის და საერთაშორისო ორგანიზაცია UNITED-ის (ნიდერლანდების სამეფო) მხარდაჭერით, ა/წ 24 მარტს, პირველად საქართველოში საერთაშორისო რასობრივი დისკრიმინაციის ლიკვიდაციის დღისადმი მიძღვნილი პროგრამის ფარგლებში ატარებს ენების ფესტივალს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება ოცზე მეტი ენა, მათ შორის საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ენები.
გაზაფხულის თბილისის ღია ცის ქვეშ ჩატარდება ენების ფესტივალი, რომელიც წარუდგენს მოქალაქეებს ჩვენი სამშობლოს, კავკასიის რეგიონის და სრულიად ევროპული ოჯახის ენობრივ მრავალფეროვნებას. ფესტივალის მონაწილეებს საშუალება მიეცემათ შეისწავლონ სხვადასხვა ენებზე ხშირად გამოყენებადი ფრაზები, მონაწილეობა მიიღონ კონკურსებში, ხალისიან პერფორმანსებსა და თამაშებში, რომელიც ახალგაზრდების ყურადღებას მიიქცევენ. ფესტვალის მსვლელობისას დედაენის ბაღში შეიქმნება მულტილინგვისტური გარემო.
- Администратор:
- 24 марта 2012 в 13:00
- Dedaena Park, Tbilisi, Тбилиси
Показать еще
Скрыть информацию
Правая колонка